IMG.GE ___________________________________ IMG.GE

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 968 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 844-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4 425 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –222.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება