Skip to content
25/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შრომითი მიგრაციის დარეგულირებისათვის შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები ახალი მექანიზმების შექმნასა და განვითარებას ემსახურება

მარშალ პრესი 24/06/2025
eka sepashvili

პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვისას, მომხსენებელს- შოთა ბერეკაშვილს კითხვა დაუსვა. დეპუტატი ქვეყანაში რიგ დარგებში კომპეტენტური კადრების ნაკლებობასა და ქვეყანაში უმუშევრობის არსებობას გამოეხმაურა. ეკა სეფაშვილი დაინტერესდა თუ რა არის გათვალისწინებული ახალი კანონმდებლობით.

„ბატონო შოთა, მადლობა წარმოდგენილი ინიციატივისათვის. საქართველოს შრომის ბაზარზე ნამდვილად საჭიროა, რომ შრომითი მიგრაციის დარეგულირებისათვის გადავდგათ პირველი ნაბიჯები და ეს კანონმდებლობა, როგორც ვხედავთ, სწორედ ახალი მექანიზმების შექმნასა და განვითარებას ემსახურება. თქვენ ბრძანეთ, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც სამუშაო ბაზარზე არსებობს შრომითი რესურსები, რომელთა კვალიფიკაცია არ შეესაბამება მოცემული დარგის მოთხოვნას კვალიფიკაციის მიხედვით, მოხდება შრომითი კადრების გადამზადება. ამ საკითხთან დაკავშირებით ცოტა მეტი განმარტება რომ გააკეთოთ. როდესაც ბევრ დარგში არსებობს დეფიციტი, დამსაქმებლები უჩივიან მუშა ხელის ნაკლებობას და კვალიფიციური კადრების არ არსებობას და მეორეს მხრივ, ქვეყანაში არსებობს უმუშევრობა. ამ მექანიზმის შექმნისათვის არის რაიმე გათვალისწინებული კანონმდებლობაში? რა სიახლე არის შემოთავაზებული ამ კანონმდებლობით, რა ნაბიჯები იგეგმება?“- განაცხადა ეკა სეფაშვილმა. შოთა ბერეკაშვილმა განმარტა, რომ ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი და სწრაფი ზრდის ხელშეწყობისთვის აუცილებელია მოხდეს ქვეყანაში შრომითი მიგრანტების აღრიცხვა. მისი თქმით, კერძო და საჯარო სექტორმა უნდა იზრუნონ ადგილობრივი შრომითი რესურსის გადამზადებაზე, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში ადგილობრივი სამუშაო ძალით ჩანაცვლდეს მიგრაციული რესურსი.

Continue Reading

Previous: კენედის სიკვდილი არ იყო მხოლოდ ტრაგედია ერთი ერისთვის – ეს იყო გამაფრთხილებელი სიგნალი ყველა ქვეყნისთვის
Next: კონკრეტული მართული ტელევიზიები და ადამიანები ცდილობენ, რომ შოუდ გადააქციონ მართლმსაჯულება და ხელი შეუშალონ მის განხორციელებას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025