Skip to content
25/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კენედის სიკვდილი არ იყო მხოლოდ ტრაგედია ერთი ერისთვის – ეს იყო გამაფრთხილებელი სიგნალი ყველა ქვეყნისთვის

მარშალ პრესი 24/06/2025
bacho odisharia

ჯონ კენედი, თავის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ მიმართვაში ამბობს: “ჩვენ წინააღმდეგ, მსოფლიო მასშტაბით, დგას მონოლითური და სასტიკი შეთქმულება, რომელიც ძირითადად ფარულ მეთოდებზეა დამოკიდებული თავისი გავლენის სფეროს გასაფართოებლად: შეჭრის ნაცვლად ინფილტრაციაზე, არჩევნების ნაცვლად, დივერსიაზე, თავისუფალი არჩევანის ნაცვლად, დაშინებაზე.” ამ განცხადების შემდეგ, კენედი უპირისპირდება დიფ სთეითის მნიშვნელოვან განშტოებებს, – ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, “დიფ სთეითის” განშტოებებთან დაპირისპირების შემდეგ, კენედი მთელი სისტემისთვის საფრთხე და დღემდე ყველაზე ბუნდოვანი მკვლელობის მსხვერპლი გახდა.

ასევე, ოდიშარია აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი, რომელიც ღიად საუბრობდა ფარულ მექანიზმებზე, გამჭვირვალობისა და ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის აუცილებლობაზე, თავად გახდა სისტემის სამიზნე, შესაბამისად, ეს იყო გამაფრთხილებელი სიგნალი ყველა ქვეყნისთვის, რომ როდესაც დემოკრატიულად არჩეული ლიდერი ცდილობს, ხელში აიღოს ხელისუფლების ბერკეტები და ჩარიოს საზოგადოება რეალურ მმართველობაში, ის ეჯახება იმ მძლავრ სტრუქტურას, რომელსაც დღეს საზოგადოება “დიფ სთეითს” უწოდებს.

“ჯონ კენედი, თავის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ მიმართვაში ამბობს: “ჩვენ წინააღმდეგ, მსოფლიო მასშტაბით, დგას მონოლითური და სასტიკი შეთქმულება, რომელიც ძირითადად ფარულ მეთოდებზეა დამოკიდებული თავისი გავლენის სფეროს გასაფართოებლად: შეჭრის ნაცვლად ინფილტრაციაზე, არჩევნების ნაცვლად, დივერსიაზე, თავისუფალი არჩევანის ნაცვლად, დაშინებაზე.” ამ განცხადების შემდეგ, კენედი უპირისპირდება დიფ სთეითის მნიშვნელოვან განშტოებებს: გეგმავს CIA-ს დაშლას, ათავისუფლებს მის დირექტორ ალენ დალესს (ირონიულად, კენედის მკვლელობის შემდეგ, სწორედ დალესი დასვეს საგამოძიებო კომისიაში), ცდილობს ფედერალური რეზერვის მონოპოლიის შესუსტებას, ვიეტნამში ესკალაციის წინააღმდეგ მიდის პენტაგონის სურვილების საწინააღმდეგოდ, აკრიტიკებს მედიას ელიტების ნარატივების საზოგადოების ცნობიერებაში ჩანერგვისთვის, ეწინააღმდეგება ისრაელის ბირთვულ პროგრამას, რითაც ხდება მთელი სისტემისათვის (ფინანსური, მილიტარისტული, მედია, დაზვერვა და ა.შ) საფრთხე და დღემდე ყველაზე ბუნდოვანი და გასაიდუმლოებული მკვლელობის მსხვერპლი. ჯონ კენედის სიტყვები არ იყო მხოლოდ ცივი ომის დროინდელი რიტორიკა – ეს იყო პირდაპირი გამოწვევა იმ უხილავი ძალების მისამართით, რომლებიც მაშინაც და დღესაც გადამწყვეტ გავლენას ახდენენ მსოფლიო პოლიტიკაზე. პრეზიდენტი, რომელიც ღიად საუბრობდა ფარულ მექანიზმებზე, გამჭვირვალობისა და ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის აუცილებლობაზე, თავად გახდა იმ სისტემის სამიზნე, რომელსაც უპირისპირდებოდა. კენედის სიკვდილი არ იყო მხოლოდ ტრაგედია ერთი ერისთვის – ეს იყო გამაფრთხილებელი სიგნალი ყველა ქვეყნისთვის, რომ როდესაც დემოკრატიულად არჩეული ლიდერი ცდილობს ხელში აიღოს ხელისუფლების ბერკეტები და ჩარიოს საზოგადოება რეალურ მმართველობაში, ის ეჯახება იმ მძლავრ სტრუქტურას, რომელსაც ხშირად არც სახე აქვს და არც სახელი – სტრუქტურას, რომელსაც დღეს დიფ სთეითს ვუწოდებთ.” – წერს ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.

Continue Reading

Previous: ფასდაუდებელია იმ ადამიანების ღვაწლი, რომლებმაც შეძლეს სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულთა დეტალური აღწერა და საკუთრების უფლების აღდგენისათვის დაუღალავი ბრძოლა
Next: შრომითი მიგრაციის დარეგულირებისათვის შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები ახალი მექანიზმების შექმნასა და განვითარებას ემსახურება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025