Skip to content
25/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მთლიანად ვიზიარებ შალვა პაპუაშვილის მიერ, ბრიუსელიდან საქართველოზე გუშინდელი მორიგი თავდასხმის შეფასებას

მარშალ პრესი 24/06/2025
david kartvelishvili

მთლიანად ვიზიარებ პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის მიერ, ბრიუსელიდან საქართველოზე გუშინდელი მორიგი თავდასხმის შეფასებას, როდესაც იმის მაგივრად, რომ გაანებონ თავი ჩვენთან ევროსკეპტიციზმის გაღვივებას, რეალურ ანტიდასავლურ პროპაგანდას, სიძულვილის კამპანიას, საზოგადოების პოლარიზაციას, პოლიტიკურ ექსტრემიზმს – აკვიატებულად აგრძელებენ ამ სამწუხარო ტენდენციების დაფინანსებას საკუთარი გადასახადების გადამხდელთა ჯიბიდან, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.

ქართველიშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის იმედს იმის თაობაზე, რომ ბრიუსელი დაუბრუნდება ევროკავშირის საბაზისო ღირებულებებსა და თავის დროზე გაცხადებულ ფასეულობებს, ვერ დაეთანხმება, ვინაიდან, დღეს ევროკავშირი მძიმედ არის დასნეულებული.

“მთლიანად ვიზიარებ პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის მიერ, ბრიუსელიდან საქართველოზე გუშინდელი მორიგი თავდასხმის შეფასებას, როდესაც იმის მაგივრად, რომ გაანებონ თავი ჩვენთან ევროსკეპტიციზმის გაღვივებას, რეალურ ანტიდასავლურ პროპაგანდას, სიძულვილის კამპანიას, საზოგადოების პოლარიზაციას, პოლიტიკურ ექსტრემიზმს – აკვიატებულად აგრძელებენ ამ სამწუხარო ტენდენციების დაფინანსებას საკუთარი გადასახადების გადამხდელთა ჯიბიდან.

ერთადერთი, ვერ დავეთანხმები მისი მხრიდან გამოთქმულ ჩემთვის გასაგებ იმედს, რომ იქნებ ბრიუსელი დაუბრუნდეს ევროკავშირის საბაზისო ღირებულებებს და თავის დროზე გაცხადებულ ფასეულობებს – მმართველი რგოლის ამჟამინდელი შემადგენლობით მას არც ამის სურვილი, არც ამოცანა და არც დავალება აქვს იმ ძალების მხრიდან, რომლის ნებაყოფლობით მძევლობაშიც იმყოფებიან. ევროკავშირი დღეს მძიმედ არის დასნეულებული და ცდილობს მის გარშემო რაც შეიძლება მეტი ჯანმრთელი ორგანიზმი დააინფიციროს – ამიტომ ამ “კართაგენის” დაცემამდე თუ მის ტრანსფორმაციამდე და გამოჯანმრთელებამდე მძევლობიდან გამოსვლის შემთხვევაში, ქართველ ხალხზე ეს პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები არ შეჩერდება.” – წერს დავით ქართველიშვილი.

ამ თემაზე:

მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელი დაუბრუნდეს ევროკავშირის ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა და სამართლის უზენაესობა. მნიშვნელოვანია ყველა დონორი მოიქცეს პასუხისმგებლიანად და კითხვებს გასცეს პასუხი

Continue Reading

Previous: მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელი დაუბრუნდეს ევროკავშირის ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა და სამართლის უზენაესობა. მნიშვნელოვანია ყველა დონორი მოიქცეს პასუხისმგებლიანად და კითხვებს გასცეს პასუხი
Next: გიორგი ვაშაძეს 7 თვიანი პატიმრობა მიესაჯა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025