Skip to content
25/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელი დაუბრუნდეს ევროკავშირის ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა და სამართლის უზენაესობა. მნიშვნელოვანია ყველა დონორი მოიქცეს პასუხისმგებლიანად და კითხვებს გასცეს პასუხი

მარშალ პრესი 24/06/2025
shalva papuashvili

გუშინ, ჩვენ ვიხილეთ, ბრიუსელიდან ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმების მთელი წყება, რაც, ბოლო პერიოდში, სამწუხარო ტენდენციად იქცა, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, ნაცვლად ამ ლეგიტიმურ და ფაქტებზე დაფუძნებულ კითხვებზე პასუხისა, ქართველი ხალხი იღებს პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის გაცხადებულ ღირებულებებთან.

,,გუშინ, ჩვენ ვიხილეთ, ბრიუსელიდან ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმების მთელი წყება, რაც, ბოლო პერიოდში, სამწუხარო ტენდენციად იქცა.

ამგვარი თავდასხმები განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირის და მისი ზოგიერთი წევრის საბიუჯეტო თანხებიდან დადასტურებულად ფინანსდება

▪️პროპაგანდა და დეზინფორმაცია,
▪️სიძულვილის კამპანია და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა,
▪️პოლიტიკური ნიშნით დევნა და ექსტრემიზმი.

ნაცვლად ამ ლეგიტიმურ და ფაქტებზე დაფუძნებულ კითხვებზე პასუხისა, ქართველი ხალხი იღებს პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის გაცხადებულ ღირებულებებთან.

მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელი დაუბრუნდეს ევროკავშირის საბაზისო ღირებულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა და სამართლის უზენაესობა.

მნიშვნელოვანია, რომ ნაცვლად კითხვებისგან გაქცევისა, ყველა დონორი მოიქცეს პასუხისმგებლიანად და ლეგიტიმურ კითხვებს გამჭვირვალედ გასცეს პასუხი“, – წერს პაპუაშვილი.

Continue Reading

Previous: ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უკვე ძალაში შევიდა – დონალდ ტრამპი
Next: მთლიანად ვიზიარებ შალვა პაპუაშვილის მიერ, ბრიუსელიდან საქართველოზე გუშინდელი მორიგი თავდასხმის შეფასებას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025