Skip to content
24/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მორიგ ჯერზე გთხოვთ, გასცეთ პასუხი ხალხს, ვინც საგამოძიებო კომისიაზე იყო მობრძანებული – რატომ ლობირებთ იმ რეჟიმს, რომელიც იყო მონაწილე და ორგანიზატორი იმ უბედურებების, რასაც ეს ხალხი ჰყვება

მარშალ პრესი 23/06/2025
guram macharashvili

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მიმართავს.

დეპუტატი სთხოვს ელჩს განმარტოს – რატომ ლობირებს იმ პარტიას, რომელიც უამრავი დანაშაულის ჩამდენია. მისი თქმით, კომისიის დასკვნას გადასცემენ ევროკავშირის ელჩსაც, რადგან სამახსოვროდ ჰქონდეს დანაშაულები, რასაც სჩადიოდა ის პარტია, რომელსაც ჰერჩინსკი ევროპული ღირებულებების მატარებლად მიიჩნევს.

„მე, ისევ და ისევ მინდა მივმართო ევროკავშირის ელჩს და იმ ელჩებს, რომლებიც ჯერ კიდევ მიიჩნევენ ნაცმოძრაობის რეჟიმს ევროპული ღირებულების პარტიად. მოქალაქეები, აქ მოდიან და ჰყვებიან თავიანთ ისტორიებს, მაგალითად დღეს აქ არიან ერთ- ერთი გამწარებული, მოკლული ადამიანის ოჯახის წევრები, რომლებზეც სამართლებრივად დადგენილია იმ რეჟიმის დანაშაული. ბატონო ელჩო (ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მივმართავ) ამ კომისიის დასკვნას გადმოგცემთ, როგორც ნაციონალური მოძრაობის ხელწერას და სავიზიტო ბარათს. რომ წაბრძანდებით საქართველოდან, გქონდეთ კომისიის დასკვნა, სადაც ასეულობით ადამიანის მკვლელობაზეა საუბარი იმ რეჟიმის მხრიდან, რომელსაც თქვენ ევროპული ღირებულების პარტიად მიიჩნევთ. გქონდეთ სამახსოვროდ ამ კომისიის დასკვნა იმ პარტიაზე, რომელსაც თქვენ ლობირებთ საქართველოში. მორიგ ჯერზე გთხოვთ, გასცეთ ამ ხალხს პასუხი, ვინც საგამოძიებო კომისიაზე იყო მობრძანებული – რატომ ლობირებთ იმ რეჟიმს, რომელიც იყო მონაწილე და ორგანიზატორი იმ უბედურებების, რასაც ეს ხალხი ჰყვება – ეს არის ჩემი მოთხოვნა,“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Continue Reading

Previous: თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში უწყებათაშორისი კურსი გაიხსნა
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, სოფელ სარფის სანაპირო ზოლში, ტურისტული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025