Skip to content
24/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში უწყებათაშორისი კურსი გაიხსნა

მარშალ პრესი 23/06/2025
55

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) ახალი სასწავლო კურსი – „გადაწყვეტილების მიღება შეზღუდული რესურსების პირობებში” ოფიციალურად გაიხსნა.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და აშშ-ის თავდაცვის ატაშემ საქართველოში, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ. გამომსვლელებმა  უსაფრთხოების ცვალებად გარემოში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ ხაზი გაუსვა საქართველოსთან თანამშრომლობის მრავალწლიან და წარმატებულ გამოცდილებას.

კურსი, ანალიზზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ინსტიტუციონალიზაციასა და რესურსების მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვას ისახავს მიზნად.

კურსის ფარგლებში შემდეგ ძირითად საკითხებს განიხილავენ: ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა, სამხედრო დაგეგმვა, თავდაცვის ეკონომიკა, პროგრამული ბიუჯეტირება და ალტერნატიული შესაძლებლობების ანალიზი. თეორიული საკითხების პარალელურად, კურსი მოიცავს ყოველდღიურ სიმულაციურ სავარჯიშოებს, რომლის დროსაც მონაწილეებს საშუალება მიეცემათ შეზღუდული რესურსების პირობებში, რეალურ სიტუაციებთან მიახლოებულ გარემოში მიიღონ გადაწყვეტილებები. 

კურსი  უწყებათაშორის ფორმატში  ქართული მხარის ორგანიზებითა და აშშ-ის მხარდაჭერით ტარდება. უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები ღონისძიების ფარგლებში მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, რაც  მათ  შეზღუდული რესურსების პირობებში ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.

 

Continue Reading

Previous: მამუკა ხაზარაძეს 8 თვით პატიმრობა მიესაჯა
Next: მორიგ ჯერზე გთხოვთ, გასცეთ პასუხი ხალხს, ვინც საგამოძიებო კომისიაზე იყო მობრძანებული – რატომ ლობირებთ იმ რეჟიმს, რომელიც იყო მონაწილე და ორგანიზატორი იმ უბედურებების, რასაც ეს ხალხი ჰყვება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025