Skip to content
23/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პაველ ჰერჩინსკი სპეციალური დავალებით არის მოვლენილი საქართველოში – წარმოადგენს ოპოზიციურ მხარეს და მოქმედებს როგორც მეხუთე კოლონის კონსულტანტი და მათი დანაშაულებების გამპრავებელი

მარშალ პრესი 23/06/2025
edisher gvenetadze

სამწუხაროდ და საუბედუროდ 21-ე საუკუნეში, სადაც ყველაფერს სხვას თავი, რომ დავანებოთ ადამიანები თავს იწონებენ ხელოვნური ინტელექტით. სამწუხაროდ არსებობენ დიპლომატიის სამსახურს ამოფარებული ცალკეული სუბიექტები, მაგალითად ისეთები, როგორიცაა ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი. რომელიც უსიტყვოდ, მონურად შემსრულებელია ყველა იმ უმსგავსოების, რომელსაც მას ავალებენ საკუთარი პატრონები – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, პაველ ჰერჩინსკი თავისი არადიპლომატიური და არამეგობრული ქცევით, საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევით, სერიოზულ ზიანს აყენებს როგორც ქართველებისა და ევროპელების ინტერესებს, ისე მათ მრავალსაუკუნოვან მეგობრობას.

„სამწუხაროდ და საუბედუროდ 21-ე საუკუნეში, სადაც ყველაფერს სხვას თავი, რომ დავანებოთ ადამიანები თავს იწონებენ ხელოვნური ინტელექტით. სამწუხაროდ არსებობენ დიპლომატიის სამსახურს ამოფარებული ცალკეული სუბიექტები, მაგალითად ისეთები, როგორიცაა ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი. რომელიც უსიტყვოდ, მონურად შემსრულებელია ყველა იმ უმსგავსოების, რომელსაც მას ავალებენ საკუთარი პატრონები. უფრო მეტიც ბნ პაველს დიპლომატობის არაფერი არ სცხია და ის არის სპეციალური დავალებით მოვლენილი საქართველოში, რათა წარმოადგენდეს ოპოზიციის მხარეს. უფრო სწორედ კი ის არის ჩვენში გარედან დაფინანსებული და არსებული იგივე მეხუთე კოლონის კონსულტანტი და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულობების “გამპრავებელი” და დამცველი.

თავად განსაჯეთ. ელჩი, რომელიც “დიფ სტეიტელი” პატრონების დაკვეთით კისრულობს მთავარი ოპოზიციონერის როლს ჩვენს ქვეყანაში. როგორც იცავდა და იცავს აქ დღისით, მზისით ყველას თვალწინ მოქმედ სახელმწიფო კრიმინალებს: მელიას, გვარამიას გირჩ-ზურაბას, ამაღლობელს, დევიძეს დათაშვილს… დაუკვირდით იმავდროულად ქართული სახელმწიფოს გუშაგ პოლიციელების პოტენციურ მკვლელებს და სახელმწიფო გადატრიალებაში უპირობოდ მოქმედ პირებს, როგორ უსირცხვილოდ და უაპელაციოდ უწოდებს “დემოკრატიისათვის მებრძოლებს”.

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ბატონი ჰერჩინსკი ასეთ განცხადებებს ვერ გააკეთებს საკუთარი ინიციატივით და რომ ის ასრულებს, როგორც ზემოდ აღვნიშნეთ ევრობიუროკრატის და მათი გაღმელი პატრონების დავალებებს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიაში ყოფილან ელჩები, რომლებსაც მიუხედავად ყველაფრისა, რაღაც პიროვნული “მე” მაინც გააჩნდათ და მის გარეგნულ შენარჩუნებას მაინც ცდილობდნენ.

ბატონი პაველის შემთხვევაში ამისი ნასახიც საუბედუროდ ოდნავადაც კი არ არსებობს.

ამიტომაც პატივცემულ ევრობიუროკრატიის მონას პაველ ჰერჩინსკის შევახსენებდი. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, სადაც ჯერ კიდევ 850 წლის წინ ამბის უშნოდ მომტან ელჩს, თვით წარმოშობით არაქართველმა ზაქარი მხარგრძელმა დარბაზის სხდომაზე არ აპატია სახელმწიფოს ღირსების შეურაცხყოფა და…
ამიტომაც ვფიქრობ ბნი პაველ ჰერჩინსკი თავისი არადიპლომატიური, არამეგობრული, საქართველოს სახელმწიფოს შინა საქმეებში უხეში ჩარევით დიდ ზიანს აყენებს ქართველი და ევროპელი ხალხების სასიცოცხლო ინტერესებს და მათ მრავალსაუკუნოვან მეგობრობას.“ – წერს გვენეტაძე.

Continue Reading

Previous: ბატონო ელჩო ერთხელ მაინც მიდით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე, მოუსმინეთ ადამიანთა ისტორიებს და დარწმუნდებით, რომ თქვენი მცდელობა ამაოა, ნაციონალი მოძრაობის რეინკარნაცია არასდროს მოხდება
Next: ვაჟა მანია „ნაცმოძრაობის რეჟიმზე“: რიყის ტერიტორიით მთავრობა იყო დაინტერესებული, უარის მიღების შემდეგ ჯონი მაჭარაშვილი იბარებს ბიზნესმენ, გელა ნიორაძეს, ქალაქის პროკურატურაში და ემუქრება მეუღლის დაჭერით და თან უხსნის, რომ თუ შენს მეუღლეს დავიჭერთ მაშინ ეს რიყის ქონება ამ საქმის მოგვარებას არ ეყოფაო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025