Skip to content
11/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბატონო ელჩო ერთხელ მაინც მიდით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე, მოუსმინეთ ადამიანთა ისტორიებს და დარწმუნდებით, რომ თქვენი მცდელობა ამაოა, ნაციონალი მოძრაობის რეინკარნაცია არასდროს მოხდება

მარშალ პრესი 23/06/2025
davit chikhelidze

ყურადსაღებია, „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებული წერილი, რომელშიც მოვლენათა ერთობლიობა ლოგიკური ჯაჭვით იკვრება და სურათის ერთიანობაში დანახვის საშუალებას იძლევა, საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის ელჩების დიდი ნაწილი, სამწუხაროდ გაცდა დიპლომატის მანდატს და ღიად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, რაც საერთაშორისო კონვენციების უხეში დარღვევა არის, ელჩებს შორის, საქართველოს მტრობაში ეჭვგარეშეა პაველ ჰერჩინსკი დაწინაურდა, რომელიც ზედმიწევნით ასრულებს პატრონების დავალებას და რიგ შემთხვევაში სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, განსაკუთრებით აღმაშფოთებელია მათე დავაძის და მზია ამაღლობელის შესახებ გაკეთებული განცხადებები, ევროკავშირის ელჩი პოლიციელისთვის ხელკეტის დარტყმას და პოლიციელისთვის სახეში დარტყმას ამართლებს! აღნიშნული წარმოუდგენელი უგუნურება და შეურაცხყოფაა, რადგან იმავე დანაშაულისთვის ევროპის ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობა, უფრო მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს.

„ყურადსაღებია, „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებული წერილი, რომელშიც მოვლენათა ერთობლიობა ლოგიკური ჯაჭვით იკვრება და სურათის ერთიანობაში დანახვის საშუალებას იძლევა, საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის ელჩების დიდი ნაწილი, სამწუხაროდ გაცდა დიპლომატის მანდატს და ღიად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, რაც საერთაშორისო კონვენციების უხეში დარღვევა არის, ელჩებს შორის, საქართველოს მტრობაში ეჭვგარეშეა პაველ ჰერჩინსკი დაწინაურდა, რომელიც ზედმიწევნით ასრულებს პატრონების დავალებას და რიგ შემთხვევაში სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს, არაფერს ვამბობ არაარგუმენტირებულ განცხადებებზე, რადგან ეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

განსაკუთრებით აღმაშფოთებელია მათე დავაძის და მზია ამაღლობელის შესახებ გაკეთებული განცხადებები, ევროკავშირის ელჩი პოლიციელისთვის ხელკეტის დარტყმას და პოლიციელისთვის სახეში დარტყმას ამართლებს! აღნიშნული წარმოუდგენელი უგუნურება და შეურაცხყოფაა, რადგან იმავე დანაშაულისთვის ევროპის ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობა, უფრო მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს. ცალსახაა, ბატონი პაველის მთავარ მიზანს, არა ევროკავშირი საქართველოს ურთიერთობის გაღრმავება და ერთმანეთთან დაახლოება, არამედ საქართველოს ხელისუფლების გაშავება და ოპოზიციის გაკეთილშობილება წარმოადგენს! ბატონო ელჩო ერთხელ მაინც მიდით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე, მოუსმინეთ ადამიანთა ისტორიებს და დარწმუნდებით, რომ თქვენი მცდელობა ამაოა, ნაციონალი მოძრაობის რეინკარნაცია არასდროს მოხდება.“ – წერს ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: პროგრესს ვაჩვენებდით, როგორც ფაქტს და იქიდან გვხვდებოდა განსხვავებული აღქმები – FARA-ს კანონის წყალობით, ნებისმიერს შეუძლია ნახოს, რამდენად ართულებდა ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა ლობიზმის საშუალებით, საელჩოს და სახელმწიფოს ფუნქციონირებას
Next: პაველ ჰერჩინსკი სპეციალური დავალებით არის მოვლენილი საქართველოში – წარმოადგენს ოპოზიციურ მხარეს და მოქმედებს როგორც მეხუთე კოლონის კონსულტანტი და მათი დანაშაულებების გამპრავებელი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.