Skip to content
23/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ჩვენ არ ვართ ომში ირანთან, ჩვენ ვართ ომში ირანის ბირთვულ პროგრამასთან – ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი

მარშალ პრესი 22/06/2025
jd vance

ჩვენ არ ვართ ომში ირანთან, ჩვენ ვართ ომში ირანის ბირთვულ პროგრამასთან, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ვენსმა უარი განაცხადა 100-პროცენტიანი დარწმუნებით დაედასტურებინა, რომ ირანის ბირთვული ობიექტები მთლიანად განადგურდა და თქვა, რომ, მისი აზრით, აშშ-მა „მნიშვნელოვნად შეაფერხა“ ირანის მიერ ბირთვული იარაღის შემუშავების უნარი.

„შესაძლებლობების ვიწრო ფანჯარა გვქონდა. ჩვენ შეიძლება, არ გვქონოდა ამ შეტევის განხორციელების შესაძლებლობა ექვსი თვის შემდეგ. ჩვენ გვაქვს ვიწრო ფანჯარა, რომელშიც შეგვიძლია, ეს პროგრამა ძალიან დიდი ხნით უკან დავწიოთ. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნებოდა, არ გადაედგა ის ნაბიჯი, რომელიც მან გადადგა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვენდობით ჩვენს სადაზვერვო სამსახურს, მაგრამ ასევე ვენდობით ჩვენს ინსტინქტებსაც. ირანელებმა თავად შეწყვიტეს მოლაპარაკებები, ეს იყო ნამდვილი კატალიზატორი“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

Continue Reading

Previous: ახლა ეს ნაძირლები გამოდიან და ისრაელელ ხალხს, ძმობას ეფიცებიან – გიორგი გამსახურდია ნაც.მოძრაობაზე
Next: გარდაიცვალა უკრაინაში მებრძოლი  ვანო ნადირაძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025