Skip to content
23/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ახლა ეს ნაძირლები გამოდიან და ისრაელელ ხალხს, ძმობას ეფიცებიან – გიორგი გამსახურდია ნაც.მოძრაობაზე

მარშალ პრესი 22/06/2025
giorgi gamsakhurdia

გიორგი გამსახურდია იხსენებს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ორი ებრაელი ბიზნესმენის დაკავების ამბავს, რომელთა შეწყალებაც იმჟამინდელმა ისრაელის პრეზიდენტმა სთხოვა საქართველოს პრეზიდენტს, მიხელ სააკაშვილმა პრესკონფერენცია მოიწვია და საჯაროდ თქვა, რომ მას ისრაელის პრეზიდენტმა დაურეკა მან კი არ შეიწყალა და მისი თხოვნა არ გაითვალისწინა. გამსახურდია „ნაციონალურ მოძრაობას“ ანტისემიტურ ძალას უწოდებს და აცხადებს, რომ ახლა სწორედ ეს ნაძირალები გამოდიან და ისრაელელ ხალხს, ძმობას ეფიცებიან. „ პოლონური ყოველკვირეულის, “ვპროსტის” ფურცლებზე, 1992 წელს, მიშა ზვიადს კავკასიელ ჰუსეინს რომ ეძახდა, იმ პერიოდში, მისმა პოლიტიკურმა მამებმა, პუტჩისტებმა ჩამოიტყუეს ორი ისრაელელი ბიზნესმენი, რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი.

მოაწერინეს მოტყუებით ხელი რაღაც აბსურდულ ხელშეკრულებაზე და სავარაუდოდ რაღაც ფინანსური საეგებელი ნახეს. მერე უკვე მიშას ზეობის ხანაში ამ ორმა ბიზნესმენმა, თავიანთი დადებული ხელშეკრულების ბედის მოკითხვა დააპირეს და საქართველოს ეწვიენ.

ნუ თავისთავად, მისმა “სამართლიანმა” სასამართლომ და პროკურატურამ ეს ორი ადამიანი კორუფციის ბრალდებით დააკავა და საკმაოდ მაღალი სასჯელი მიუსაჯა. მაშინდელმა ისრაელის პრეზიდენტმა, შიმონ პერესმა დაურეკა ამ ვიგინდარას და ამ ორი ადამიანის შეწყალება თხოვა. ამ მანიაკმა კიდევ, პრესკონფერენცია მოიწვია და საჯაროდ თქვა,რომ რა მაგარი ბიჭია, პერესმა დაურეკა და ამან არ შეიწყალა და არ გაითვალისწინა. ეხლა ეს ნაძირლები გამოდიან და ისრაელელ ხალხს, ძმობას ეფიცებიან… ამათზე ანტისემიტი პოლიტიკური ძალა არც კი მახსოვს ქართულ პოლიტიკაში“,-წერს გიორგი გამსახურდია.

Continue Reading

Previous: აშშ-ის მიერ ირანის დაბომბვა საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა – შვედეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი
Next: ჩვენ არ ვართ ომში ირანთან, ჩვენ ვართ ომში ირანის ბირთვულ პროგრამასთან – ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025