Skip to content
22/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

The Washington Post: აშშ და მათი მოკავშირეები უკრაინაში ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადებიან

მარშალ პრესი 18/06/2022
The Washington Post

აშშ და მათი მოკავშირეები უკრაინაში ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადებიან, ვაშინგტონი კი კიევისთვის გაწეული სამხედრო დახმარების გაზრდის ფონზე ცდილობს, არ დაუშვას რუსეთის წარმატება და ამავდროულად შეარბილოს მსოფლიო ეკონომიკასა და სასურსათო უსაფრთხოებაში არსებული კრიზისის შედეგები. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა The Washington Post-ი წერს.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება კიევისთვის ისეთ შეიარაღების გადაცემის შესახებ, რომელსაც რუსეთის სიღრმეში იერიშების მიტანა შეუძლია, ასახავს დასავლეთის მზადყოფნას, რუსეთთან ესკალაციის რისკი გაზარდოს. მიუხედავად ამისა, ექსპერტები აცხადებენ, რომ კიევს შესაძლოა უფრო მეტის იმედი ჰქონდეს.

ნატო აშშ-ის ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი ივო დაალდერი აცხადებს, რომ შექმნილი ჩიხური სიტუაცია აშშ-ს რთული არჩევანის წინაშე აყენებს: გააგრძელოს უკრაინის დახმარება და შეინარჩუნოს სტატუს კვო, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვება, თუ შეწყვიტოს უკრაინის დახმარება და მოსკოვს წარმატების მიღწევის საშუალება მისცეს.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, WP-თან აცხადებს, რომ ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე ვაშინგტონში განიხილავდნენ ხანგრძლივი კონფლიქტის შესაძლებლობას, რომელსაც გლობალური შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა. თეთრ სახლში იმედოვნებენ, რომ კიევისთვის იარაღის მიწოდებით, სანქციებითა და რუსეთის დიპლომატიური იზოლაციით კრიზისის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტა იქნება შესაძლებელი.

Continue Reading

Previous: თამამი ქმედების დრო დადგა, ევროკომისიის უარმა ხელ-ფეხი გაგვიხსნა ღირსეულად გადავდგათ ქვეყნის სუვერენიტეტის გზაზე დიდი ნაბიჯები – დროა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოხდეს, უცხოური აგენტურის ლუსტრაცია
Next: ლენა ხოშტარიამ თავის სამართლებლად მამა გამოაჭენა – ჩემი ქალიშვილი რატომ აგებს პასუხს იმაზე, მე რას ვიღებ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025