თამამი ქმედების დრო დადგა, ევროკომისიის უარმა ხელფეხი გაგვიხსნა ღირსეულად გადავდგათ ქვეყნის სუვერენიტეტის გზაზე დიდი ნაბიჯები. აქამდე თუ შეზღუდულები ვიყავით, თავს მოხვეული კოჰაბიტაციისა და ბრიუსელიდან ჩამოცუნცულებული რომელიღაც დეპარტამენტის დირექტორის თანაშემწის მოადგილის მოადგილის განწყობების გამო, დღეს უკვე თამამად შეგვიძლია საქართველოს, ზუსტად საქართველოს ინტერესები წამოვწიოთ წინა პლანზე. ეს ეხება როგორც შიდა პოლიტიკას, სამართლიანობის აღდგენას, აგენტურული ორგანიზაციების ე.წ. “ენჯეო” სექტორის კანონიერ შეზღუდვას, აღვირახსნილი პარტიული ე.წ. ტელევიზიების ბოგინის კანონის ქვეშ მოქცევას, მათ შორის დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობის კუთხით, ასევე ჩვენს საგარეო პოლიტიკასაც. ჩვენი სამშობლო პატარაა ტერიტორიულად, თუმცა უდიდესი პოტენციალი აქვს და თუ ვინმე მაკრონს არ მოსწონს მისი მდებარეობა, ეს ცალ ფეხზე უნდა გვეკიდოს.
დროა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოხდეს, უცხოური აგენტურის ლუსტრაცია, მნიშვნელობა არ აქვს ეს რუსეთის იქნება, თურქეთის თუ ამერიკის.
დროა ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე საქართველომ აქტიური სამეზობლო პოლიტიკა აწარმოოს, შეხედეთ აზერბაიჯანს, იტყვით რომ ნავთობი აქვს, თუმცა ნავთობი ერაყსაც ქონდა, უშველა?
დროა დიღომში გამოკეტილ საქართველოს გუბერნატორს, ქალბატონ დეგნანს მოვთხოვოთ პატივი სცეს ჩვენს სუვერენიტეტს. სახალხო დამცველის იმპიჩმენტის დროა, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის დროცაა.
მოკლედ დროა ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. დროა რუსეთთან სავაჭრო კავშირი განვაახლოთ და ჩვენი ეკონომიკა უფრო ვასარგებლოთ, ევროკავშირის ლიქვნელი ქვეყნები ასე იქცევიან და ჩვენ გვიშლიან. რუსსეთი ოკუპანტია!
დროა დეოკუპაციის აქტიური პოლიტიკა ვაწარმოოთ უშუალოდ აფხაზებთან და ოსებთან, ამ საკითხში ევროპის იმედი ნაღდად არ უნდა გვქონდეს. დროა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა უფრო მეტად და დავემსგავსოთ ისრაელს! რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას:
ერთადერთი მდიდარი გულშემატკივარი ყავს საქართველოს რომელმაც უდიდესი საქმეები გააკეთა, ათიათასობით სიცოცხლე გადაარჩინა და დღესაც აშენებს ქვეყანას, პატრიოტიზმის გამო ცდილობენ დასაჯონ ეს ადამიანი უზნეო, მოღალატე, აღვირახსნილმა, ცბიერმა და კორუმპირებულმა ევროპოლიტიკოსებმა. საკუთარი ოლიგარქებით დაიწყონ დეოლიგარქიზაცია.
ყველამ ვნახეთ, რომ ე.წ. ევროპელი პოლიტიკოსების აზრი სულ სირზე კიდია რიგით ქართველს, იმიტომ რომ, ეს აზრი სასიკეთო სულაც არაა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი იდენტობის განადგურებას ისახავს… სულხან საბადან მოყოლებული დღემდე ბევრჯერ გაგვწირა ევროპამ. ეს არ არის სკეპტიციზმი. ეს ფაქტია.
ყოველთვის თხასავით გვყიდდნენ და მომავალშიც გაგვყიდიან, მგელი (რუსეთი) შეგვჭამს, თუ მგლისფერი ძაღლი (ევროპა) ეს ჩვენთვის სულერთია, სანამ არ დადგება ეროვნული, ღირსებაზე და პატრიოტიზმზე აშენებული საქართველო ფეხზე, მანამდე სულ მთხოვარას როლში ვიქნებით, ესე შეგვაჩვიეს.
რეფორმატორებიც ვართ, ინოვატორებიც და ეკონომიკის ზრდაც კარგად შეგვიძლია. თანამედროვე მსოფლიოში ტყულად არავინ არაფერს მოგვცემს, ყველა ქვეყანას თავისი, პირადი ინტერესები ამოძრავებს, ჭირდებოდათ საქართველო და მომავალშიც დაჭირდებათ, მთავარია ჩვენ ვიცოდეთ ჩვენი სამშობლოს ფასი, რომელიც ათასგზის სისხლით და ბრძოლით შევინარჩუნეთ. ემოციურად განწყობილი ვწერ და აბსოლიტურად ცივი გონებით დავასრულებ, დროა საქართველომ ქართული პოლიტიკა აწარმოოს!
– ოთარ სტეფანიშვილი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვას დაესწრო