Skip to content
21/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი აშშ-სა და უნგრეთში ახლად დანიშნულ ელჩებს და ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

მარშალ პრესი 20/06/2025
5005

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-სა და უნგრეთში ახლად დანიშნულ ელჩებს, ასევე ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა.

 აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე თამარ ტალიაშვილი, უნგრეთში – ნიკოლოზ ლალიაშვილი, ევროპის საბჭოში კი საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ხატია წილოსანი დაინიშნა.

 მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა  დიპლომატებს მისიების დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

თამარ ტალიაშვილს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება დიპლომატიურ სამსახურში, საჯარო სექტორსა და აკადემიურ საქმიანობაში. იგი  2022 წლიდან დღემდე იკავებდა ევროპის  საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოზიციას. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. თამარ ტალიაშვილი იყო საქართველოს პარლამენტისა და დედაქალაქის საკრებულოს წევრი.

 ნიკოლოზ ლალიაშვილი იკავებდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას ყაზახეთის რესპუბლიკაში. მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, მათ შორის, მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და  უშიშროების საბჭოში, ის აგრეთვე იყო პარლამენტის წევრი.

 ხატია წილოსანი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება. სხვადასხვა წელს ის მუშაობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წამყვან პოზიციებზე, მათ შორის, იყო მინისტრის მოადგილე.

 

Continue Reading

Previous: იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება – გამოწვევები და პერსპექტივები“.
Next: დღეს 20 ივნისია, 20 ივნისს ჩვენ დავინახეთ, რომ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც ვერ ახერხებენ არჩევნებში ხალხის მხარდაჭერის მოპოვებას, 2003 წლის ინსტრუქციით მოქმედება და ხელისუფლებაში ქუჩიდან მოსვლა გადაწყვიტეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025