Skip to content
21/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება – გამოწვევები და პერსპექტივები“.

მარშალ პრესი 20/06/2025
05

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება – გამოწვევები და პერსპექტივები“.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა იუსტიციის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ დანერგილ ტექნოლოგიურ ინოვაციებზე ისაუბრა. როგორც პაატა სალიამ აღნიშნა, მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, უწყება ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით აქტიურ მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.

კონფერენციის ფარგლებში პანელურ დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ციფრული მმართველობის სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

კონფერენცია საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით იმართება და მასში საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

Continue Reading

Previous: “ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს
Next: პრემიერ-მინისტრი აშშ-სა და უნგრეთში ახლად დანიშნულ ელჩებს და ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025