Skip to content
21/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, გენერალ-მაიორ, კობა კობალაძეს შეხვდა

მარშალ პრესი 20/06/2025
506488603_1103422375173680_669791891852113584_n

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, გენერალ-მაიორ, კობა კობალაძეს შეხვდა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც ქვეყნის მასშტაბით, განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრეს, რომლებიც სამსახურისა და სახელმწიფო ინსტიტუციების ერთობლივი ძალისხმევით, ასევე, კერძო სექტორის ჩართულობით ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად ხორციელდება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ერთობლივი პროგრამების შემუშავებას. გამოითქვა ურთიერთთანამშრომლობისთვის მზაობა.

შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ ირემაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე და რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს უფროსი, შოთა ყიფიანი

Continue Reading

Previous: პოლიციამ აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავა
Next: “ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025