Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული ობიექტი შენდება

მარშალ პრესი 20/06/2025
09

რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სპორტული ობიექტების მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. მინისტრმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

სპორტული ობიექტი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით შენდება და 250 მაყურებელზეა გათვლილი. მოეწყობა ფრენბურთის, კალათბურთისა და ჭიდაობისთვის განკუთვნილი სპორტული დარბაზები. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 680 538 ლარს შეადგენს. სპორტული ობიექტის მშენებლობა რეგიონული განვითარების მინისტრმა მოადგილეებთან, სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის უფროსთან და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად დაათვალიერა.

Continue Reading

Previous: ბიძინა ივანიშვილს აქვს ორი ალტერნატივა –  ან ჩვენი წესებით ინიშნება არჩევნები,  თუ არადა, მას, გაცილებით მძიმე ფასის გადახდა მოუწევს – გიორგი ვაშაძე
Next: პაატა სალია 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე: გარკვეულწილად ჩვენც გვაქვს შეკითხვები და შესაბამისად, გამოძიება ნათელს მოჰფენს იმას, იყო თუ არა ძალა პროპორციულად გამოყენებული

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025