Skip to content
19/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მე შევსწრებივარ, როდესაც ის პირდაპირ უზრდელად ესაუბრებოდა მაღალი თანამდებობის პირებს და ეუბნებოდა, რომ შენ ახლა ეს უნდა შეასრულო – თეა წულუკიანი გერმანიის ყოფილ ელჩზე

მარშალ პრესი 19/06/2025
tea tsulukiani

ბატონი ქნირში გამოირჩეოდა იმით, რომ მას ჩემთვის მოუცია დავალებები, რომლებიც არ შემისრულებია და ამის გამო, მძიმე საუბარი ყოფილა, რომელიც ყველაფერი იყო დიპლომატიურის გარდა, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, გერმანიის ყოფილ ელჩ ჰუბერტ ქნირშთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს, რუსთაველზე განვითარებული მოვლენების პარალელურად, მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად, პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა.

თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ის შესწრებია, როდესაც ჰუბერტ ქნირში ქართველ მაღალი თანამდებობის პირებს უზრდელურად ესაუბრებოდა და დავალებებს აძლევდა, შესაბამისად, მისი თქმით, რატომ არ შეიძლება, რომ ყოფილ ელჩს გახარიასთვისაც მიეცა რაიმე ტიპის არასწორი დავალება.

“მე შევსწრებივარ სხვა ჩვენს მაღალი თანამდებობის პირებთან საუბრებს, როდესაც ის პირდაპირ უზრდელად ესაუბრებოდა მაღალი თანამდებობის პირებს და ეუბნებოდა, რომ შენ ახლა ეს უნდა შეასრულო. ჩემთვის მოუცია დავალება, ეს ეთერშიც მაქვს მოყოლილი, რომელიც არ შევასრულე, როგორც კულტურის მინისტრმა. მინახავს სხვებისთვის მიცემული დავალებები და მძიმე საუბრები. რატომ არის გამორიცხული, რომ ასეთ პერსონაჟს გახარიასთვისაც მიეცა რაღაც ტიპის არასწორი დავალება და წამოეგო პროვოკაციაზე, ან სხვას, რომელიც გარეთ იყო?!” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Continue Reading

Previous: გიორგი ჭოლაძე ჩორჩანას საგუშაგოზე: შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ მამუკა ბახტაძის ნათქვამი, რომ [საგუშაგოს გახსნაზე] არ იცოდა
Next: საქართველოს პრეზიდენტი აშშ-სა და უნგრეთში ახლად დანიშნულ ელჩებს, ასევე ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025