Skip to content
19/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გიორგი ჭოლაძე ჩორჩანას საგუშაგოზე: შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ მამუკა ბახტაძის ნათქვამი, რომ [საგუშაგოს გახსნაზე] არ იცოდა

მარშალ პრესი 19/06/2025
giorgi choladze11

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის ხელმძღვანელმა, გიორგი ჭოლაძემ, ჩორჩანას საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის გადაწყვეტილების შესახებ არ იცოდა.

“შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ მამუკა ბახტაძის ნათქვამი, მის თითქმის ყველა შეხვედრაზე ვიჯექი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას არ შეიძლება სხვა შეხვედრა ჰქონოდა, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრთან, მაგრამ, ამ საუბრების შედეგად, გუშინწინ მქონდა ტელეფონზე საუბარი, არ იმყოფება საქართველოში და კიდევ ერთხელ ვკითხე რამე ხომ არ იყო, შემიძლია გითხრათ, რომ ეს მამუკა ბახტაძემ არ იცოდა.” – განაცხადა გიორგი ჭოლაძემ.

კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა კი აღნიშნა, რომ მთავრობის არც ერთ სხდომაზე არ განხილულა ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსება და ირკვევა ისიც, რომ არც უშიშროების სამსახურმა იცოდა ამის თაობაზე. “შემიძლია ის დავძინო, რომ მთავრობის არც ერთ სხდომაზე, ჩორჩანაში განვათავსოთ საგუშაგო თუ არა, არ განხილულა და ახლა ირკვევა, რომ არც უშიშროების სამსახურმა იცოდა იმის თაობაზე, რომ საგუშაგო უნდა განთავსებულიყო. ეს მიუთითებს, რომ არ იყო გათვლილი რისკები, რა შეიძლება ამას მოჰყოლოდა და რეალურად, ეს რისკები, როგორც ჩანს, ვერ გაითვალა და ჩამოიწია საოკუპაციო ხაზმა, რაც მან უარყო აქ რომ მობრძანდა, არც ერთი სანტიმეტრი არ დაკარგულაო,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Continue Reading

Previous: თავიდანვე შეცდომად მიმაჩნდა პარლამენტის შენობაში შტაბი რომ შედგა, [გახარია] აქვე ეპატიჟებოდა დეპუტატებს და გერმანიის ელჩი ჰყავდა ფარად რამე რომ მომხდარიყო – მე მივაწერდი მის არაკომპეტენტურობას, რა მოხდებოდა მას გააზრებული ჰქონდა?! – არა, იმიტომ რომ „ვენის კონვენცია“ წაკითხული არ ჰქონდა
Next: მე შევსწრებივარ, როდესაც ის პირდაპირ უზრდელად ესაუბრებოდა მაღალი თანამდებობის პირებს და ეუბნებოდა, რომ შენ ახლა ეს უნდა შეასრულო – თეა წულუკიანი გერმანიის ყოფილ ელჩზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025