Skip to content
19/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პირველი დახვრეტა ჩვენთვის ის იყო, რომ უდანაშაულო შვილი დამიხვრიტეს, მეორე დახვრეტა ის იყო, რომ შპიონაჟი დასწამეს, მესამე დახვრეტა ის იყო, რომ სააკაშვილი უკრაინიდან თავზე ლაფს გვასხამდა, შამათავა გმირია, ციხეში რატომ უნდა იჯდესო – ამ ამბავს გადაჰყვა ჩემი მეუღლეც, ნასახლარს ჰგავს ჩემი სახლიც

მარშალ პრესი 19/06/2025
tamar argvliani1

პირველი დახვრეტა ჩვენთვის ის იყო, რომ უდანაშაულო შვილი დამიხვრიტეს, მეორე დახვრეტა ის იყო, რომ შპიონაჟი დასწამეს, რაც მასთან ახლოსაც არ იყო. გამოძიების შედეგადაც არ მოიძებნება ერთი ისეთი დეტალი, შპიონაჟში რომ ბრალი ედებოდეს, არც იზამდა მაგას. ასე რომ ყოფილიყო, ზარ-ზეიმით შეხვდებოდნენ ამ ამბავს, ჩამოიყვანდნენ თბილისში, მართლმსაჯულებას წარუდგენდნენ და იმასაც იტყოდნენ, ასეთი მოღალატეები გვყავდა და ომი იმიტომ წავაგეთო და მკაცრად დასჯიდნენ, როგორც იცოდნენ ისე, იქ აწამებდნენ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ მოკლული დავით ცინდელიანის დედამ, თამარ აღვლიანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დავით ცინდელიანის მამაც ამ ამბავს გადაჰყვა. მესამე დახვრეტა კი, ცინდელიანების ოჯახისთვის მიხეილ სააკაშვილის მიერ, ცინდელიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ რომან შამათავას გმირად მოხსენიება იყო. “ასეთი უბედურება გადაგვხდა ჩვენ, ამ ამბავს გადაჰყვა ჩემი მეუღლეც, ამდენი გასაჭირი ვერ აიტანა. რამდენჯერაც ღამე გაეღვიძებოდა საწოლში, ადგებოდა, ღამე დაიწყებდა სიარულს და თავის თავს სამდურავს ეუბნებოდა, რატომ დაგანებეთ, რატომ თავი არ შეგაკალითო. ყველა დავიჩაგრეთ ოჯახში, დიდ-პატარა, ნასახლარს ჰგავს ჩემი სახლიც, ვინც დავრჩით, არაფრის გული არ გვაქვს. მე ასეთი გაუბედურებული ვარ, იმ დღიდან მუშაობაც შევწყვიტე, არაფრის გული არ მაქვს. მესამე დახვრეტა ის იყო, რომ სააკაშვილი უკრაინიდან ტელევიზიით გამოდიოდა და თავზე ლაფს გვასხამდა, შამათავა გმირია, ციხეში რატომ უნდა იჯდესო.” – განაცხადა თამარ არღვლიანმა.

Continue Reading

Previous: სროლა რომ დაიწყო სოზარ სუბარი შეშლილი სახით შემოვარდა და [გახარიას] უთხრა რას შვრები, რა უბედურებააო, რაზეც მან აგდებულად უპასუხა „ოპო ტელევიზიები“ ძველ კადრებს ატრიალებენო. იქ ისეთი ხალისიანი განწყობა ჰქონდა, არ ეტყობოდა რომ რამეზე დარდობდა გარეთ
Next: არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსად ნიკა ცხვარაშვილი დაინიშნა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025