Skip to content
19/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სროლა რომ დაიწყო სოზარ სუბარი შეშლილი სახით შემოვარდა და [გახარიას] უთხრა რას შვრები, რა უბედურებააო, რაზეც მან აგდებულად უპასუხა „ოპო ტელევიზიები“ ძველ კადრებს ატრიალებენო. იქ ისეთი ხალისიანი განწყობა ჰქონდა, არ ეტყობოდა რომ რამეზე დარდობდა გარეთ

მარშალ პრესი 19/06/2025
giorgi choladze9

რაც შეეხება დეპუტატებს, გახარიამ ისიც ახსენა ახსნა-განმარტების დროს აქ მახსოვს, რომ მე ვასულიერებდი მათო. გულწრფელად ვამბობ, მე მისი მოსულიერებული არავინ მინახავს, არც მისი ყავით და წყლით გამასპინძლებული, მაგისთვის ეცალა?! იქ უბრალოდ მაგისი არც დრო იყო და არც სიტუაცია, – განაცხადა გიორგი ჭოლაძემ, საგამოძიებო კომისიაზე 2019 წლის 20 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას, რომელიც იმჟამად პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის, აპარატის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა.

გიორგი ჭოლაძის განცხადებით, როდესაც სროლა დაიწყო სოზარ სუბარი შემოვარდა ოთახში სადაც გიორგი გახარია იმყოფებოდა და ჰკითხა თუ რა უბედურებას აკეთებდა, რაზეც გახარიამ მიუგო, რომ „ოპო ტელევიზიები“ ძველ კადრებს ატრიალებდნენ.

„ოთახ-ოთახ დავრბოდიო, არც ოთახ-ოთახ მისი სირბილი არ მინახავს, მე ოთახ-ოთახ ვნახე როგორ დარბოდა სოზარ სუბარი. იმ ოთახიდან ძალიან ცუდად ჩანდა ის მიმდინარე პროცესები, სოზარი გადიოდა მახსოვს და იყურებოდა იქ რა ხდებოდა. ერთი მომენტიც მახსოვს უკვე სროლა რომ დაიწყო, სოზარ სუბარი შეშლილი სახით შემოვარდა და უთხრა რა შვრები, რა უბედურებააო და აგდებულად უპასუხა გახარიამ ეგ ძველი კადრებია, ოპო ტელევიზიები ძველ კადრებს ატრიალებენო. იქ ისეთი ხალისიანი განწყობა ჰქონდა გახარიას, არ ეტყობოდა რომ რამეზე დარდობდა გარეთ“,-განაცხადა გიორგი ჭოლაძემ.

Continue Reading

Previous: ჩემდა გასაკვირად, პარლამენტში იყო გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში, გახარიას ვკითხე, საიდან აღმოჩნდა აქ, მან როგორც სჩვევია, ცინიკურად მიპასუხა, რუსთაველზე სეირნობდა და ჩემებმა ამოიყვანესო – ჩემი შეფასებით, ეს ადამიანი [გახარია] იყო აბსოლუტურად ჩამოშლილი და არაკომპეტენტური
Next: პირველი დახვრეტა ჩვენთვის ის იყო, რომ უდანაშაულო შვილი დამიხვრიტეს, მეორე დახვრეტა ის იყო, რომ შპიონაჟი დასწამეს, მესამე დახვრეტა ის იყო, რომ სააკაშვილი უკრაინიდან თავზე ლაფს გვასხამდა, შამათავა გმირია, ციხეში რატომ უნდა იჯდესო – ამ ამბავს გადაჰყვა ჩემი მეუღლეც, ნასახლარს ჰგავს ჩემი სახლიც

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025