Skip to content
19/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერი უვიზო მიმოსვლაზე – ვიღაცებს სწყინთ, რომ „ნაცმოძრაობა“ ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში, სწორედ, ეს ადამიანები საუბრობენ დღეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე და ცდილობენ, დააშანტაჟონ ქართველი ხალხი, ეს არის შანტაჟის მორიგი მცდელობა

მარშალ პრესი 18/06/2025
irakli kobakhidze

 4 წელია, გრძელდება ქართველი ხალხის შანტაჟი, თუმცა ყველამ უნდა დაინახოს, რომ ქართველი ხალხი შანტაჟს არ წამოეგება, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე საუბარიც არის ქართველი ხალხის დაშანტაჟების მორიგი მცდელობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც უვიზო მიმოსვლას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იქნება აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული ნაბიჯი და ასეთ შესაძლო არაგონივრულ ქმედებაზეც ეს ადამიანები მიიღებენ საკადრის პასუხს ქართველი ხალხის მხრიდან.

 „ყველა უნდა შეეგუოს, რომ ქართველი ხალხი არ ჰყვება ამ შანტაჟს, არ არის ეს სწორი, ქართველი ხალხის შანტაჟი არის აბსოლუტურად არასწორი ქმედება. ქართველ ხალხს ერთადერთი ხელშესახები სარგებელი აქვს მიღებული დღემდე ევროკავშირისგან – ეს არის უვიზო მიმოსვლა. ვიღაცებს სწყინთ, რომ „ნაცმოძრაობა“ ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში, სწორედ, ეს ადამიანები საუბრობენ დღეს ასეთი თემებზე და ცდილობენ, დააშანტაჟონ ქართველი ხალხი.

ისინი არჩევნების წინაც აშანტაჟებენ ქართველ ხალხს. თქვენ გახსოვთ, რომ ევროკავშირის ელჩიც გამოვიდა და დააშანტაჟა ქართველი ხალხი. მათ შორის, პირდაპირ მოუწოდებდა საზოგადოებას, რომ მაქსიმალური აქტიურობით გასულიყვნენ საარჩევნო უბნებზე, რათა ჩამოეშორებინათ არსებული ხელისუფლება. პირდაპირ მოუწოდა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ. პირდაპირ, უხეშად ჩაერია ევროკავშირის ელჩი. ამ შანტაჟმაც არ გაჭრა, არაფერმა გაჭრა, მაინც აგრძელებენ, ეს არ არის სწორი და ჯანსაღი მიდგომა. მე მგონია, რომ ეს არის შანტაჟი ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს იქნება აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული ნაბიჯი და ასეთ შესაძლო არაგონივრულ ქმედებაზეც ეს ადამიანები მიიღებენ საკადრის პასუხს ქართველი ხალხის მხრიდან,“- განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: წინასწარ იყო დაგეგმილი არჩევნების ლეგიტიმაციის ყალბი კამპანია და ოპოზიცია დღემდე არის ამ ჩაკეტილ წრეში ჩარჩენილი, თუ დააღწევენ თავს ამ ჩაკეტილ წრეს, უკეთესია ოპოზიციისთვის, თუმცა, მგონია, რომ ამ წრეში დარჩებიან
Next: ეუთო/ოდირი აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს, დადო სათანადო დასკვნა, თუმცა არავინ დაინტერესდა ამ დასკვნით და დღეს, ის ადამიანები, რომლებმაც სრული იგნორირება გაუკეთეს ეუთო/ოდირის დასკვნას, გვთხოვენ ეუთო/ოდირის მოწვევას თვითმმართველობის არჩევნებზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025