Skip to content
18/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

წინასწარ იყო დაგეგმილი არჩევნების ლეგიტიმაციის ყალბი კამპანია და ოპოზიცია დღემდე არის ამ ჩაკეტილ წრეში ჩარჩენილი, თუ დააღწევენ თავს ამ ჩაკეტილ წრეს, უკეთესია ოპოზიციისთვის, თუმცა, მგონია, რომ ამ წრეში დარჩებიან

მარშალ პრესი 18/06/2025
irakli kobakhidze

წინასწარ იყო დაგეგმილი არჩევნების ლეგიტიმაციის ყალბი კამპანია და ოპოზიცია დღემდე არის ამ ჩაკეტილ წრეში ჩარჩენილი, თუ დააღწევენ თავს ამ ჩაკეტილ წრეს, უკეთესია ოპოზიციისთვის, თუმცა, მგონია, რომ ამ წრეში დარჩებიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ხელისუფლებამ არავითარი საბაბი არ დატოვა  იმისათვის, რომ ვინმეს ესაუბრა საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაზე.

„ყველა ხედავდა, რა ხდებოდა საპარლამენტო არჩევნების დროს. საბაბიც კი არ დავტოვეთ არავითარი, იმისათვის, რომ ვინმეს ესაუბრა საპარლამენტო არჩევნების არათუ გაყალბებაზე, არამედ, რაიმე სერიოზულ დარღვევაზე. ყველა აღიარებს, რომ დაახლოებით 2 მლნ 200 ათასი ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო უბნებზე. ხმის მიცემა ხდებოდა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით და ღილაკზე თითის დაჭერით იბეჭდებოდა ოქმები. აქ სად შეიძლებოდა მომხდარიყო რაიმე მანიპულაცია? მინიშნების დონეზეც კი ვერაფერს ამბობენ ამასთან დაკავშირებით, თუმცა, წინასწარ იყო დაგეგმილი არჩევნების ლეგიტიმაციის ყალბი კამპანია და დღემდე არიან ამ ჩაკეტილ წრეში ჩარჩენილები. თუ დააღწევენ თავს ამ ჩაკეტილ წრეს, უკეთესია ოპოზიციისთვის, თუმცა, მგონია, რომ ამ წრეში დარჩებიან“, – განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: ჩვენ მოვიგებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს – ირაკლი კობახიძე
Next: პრემიერი უვიზო მიმოსვლაზე – ვიღაცებს სწყინთ, რომ „ნაცმოძრაობა“ ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში, სწორედ, ეს ადამიანები საუბრობენ დღეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე და ცდილობენ, დააშანტაჟონ ქართველი ხალხი, ეს არის შანტაჟის მორიგი მცდელობა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025