Skip to content
17/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მიხეილ მესხი 2009 წლის 15 ივნისის აქციის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე: სასამართლოზე მითხრეს, თუ გნებავთ, ადვოკატთან დარეკეთო – ტელეფონი ჩამორთმეული მაქვს და როგორ დავრეკო-მეთქი? რა ვქნათ, ჩვენსას ვერ მოგცემთო და უფლებადამცველის გარეშე ჩაგვიტარდა სასამართლო

მარშალ პრესი 18/06/2025
mnikheil meskhi1

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულ მიხეილ მესხს უსმენენ, 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევის შედეგად ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები განიხილება, მესხის განცხადებით, როდესაც წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სასამართლოში გადაიყვანეს, შესთავაზეს ადვოკატთან დარეკვა, თუმცა, იმის გამო, რომ მას ტელეფონი ჩამორთმეული ჰქონდა, სასამართლო უფლებადამცველის გარეშე ჩატარდა და 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

„თვითონ იზოლატორში არავის ვუცემივარ, ახლა სასამართლოში უნდა გადაგიყვანოთო, ბევრნი ვიყავით დაკავებულები და მახსოვს, პირველი ვიყავი რიგში. ჩაგვამწკრივეს და უკანა მხრიდან სპეცრაზმის რობოკოპები იდგნენ და გვაფურთხებდნენ, თქვე რუსეთის აგენტებოო. ზოგს ეკეთა (ნიღაბი), ზოგს – არა, მაშინ ლურჯი ფორმები ეცვათ. გვაფურთხებდნენ, ათას შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. როცა გავედით, მანქანებში ჩაგვსვეს და წაგვიყვანეს სასამართლოში. თვითონ სასამართლოზე რომ მივედი, პოლიციელებით იყო სავსე და მითხრეს, თუ გნებავთ, ადვოკატთან დარეკეთო. ტელეფონი ჩამორთმეული მაქვს და როგორ დავრეკო-მეთქი? მაშინ რა ვქნათ, ჩვენ ჩვენსას ვერ მოგცემთო და უფლებადამცველის გარეშე ჩაგვიტარდა სასამართლო, 5 ადამიანს მოგვცეს 30-დღიანი (სასჯელები).“ – განაცხადა მესხმა.

Continue Reading

Previous: დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ირანისგან „უპირობო დანებებას“ ითხოვს
Next: მიხეილ მესხი 2009 წლის ივნისის აქციების შემდგომ მოვლენებზე: სამმართველოში ბრძანეს გაატარეთ სირცხვილის კორიდორიო – ის მშველოდა, რომ ბევრი მირტყამდა. ისეთ ტკივილს ვგრძნობდი, ღმერთს ვთხოვდი გავთიშულიყავი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025