Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჯინ შაჰინის პოზიციით, დამნაშავის დაკავება დემოკრატიაზე დარტყმა ყოფილა, დანაშაულის ჩადენა, პარტნიორის მოტყუება და თანხის დაუფლების თაღლითური მცდელობა კი დემოკრატის უტყუარი გამოვლინება – ბაჩიაშვილი კოლექტიური დასავლეთის აგენტია, სწორედ ამიტომ მოინათლა მისი დაკავება დემოკრატიაზე თავდასხმად

მარშალ პრესი 17/06/2025
davit chikhelidze

ბაჩაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ყავლგასული სენატორის ჯინ შაჰინის განცხადება ადასტურებს, რომ დასავლეთში რაღაც ყარს! სენატორის პოზიციით, დამნაშავის დაკავება დემოკრატიაზე დარტყმა ყოფილა, დანაშაულის ჩადენა, პარტნიორის მოტყუება და თანხის დაუფლების თაღლითური მცდელობა კი დემოკრატის უტყუარი გამოვლინება, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, სენატორი შაჰინი, ქართული დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში ჩარევას და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დარტყმის მიყენებას რიგითი აგენტის, ბაჩიაშვილის გადასარჩენად ცდილობს, ვინაიდან, გიორგი ბაჩიაშვილი კოლექტიური დასავლეთის აგენტია და ამიტომ მოინათლა მისი დაკავება დემოკრატიაზე თავდასხმად.

“ბაჩაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ყავლგასული სენატორის ჯინ შაჰინის განცხადება ადასტურებს, რომ დასავლეთში რაღაც ყარს! სენატორის პოზიციით, დამნაშავის დაკავება დემოკრატიაზე დარტყმა ყოფილა, დანაშაულის ჩადენა, პარტნიორის მოტყუება და თანხის დაუფლების თაღლითური მცდელობა კი დემოკრატის უტყუარი გამოვლინება. გახსოვთ რამდენიმე თვის უკან, ერთ ერთ საქმესთან დაკავშირებით, ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა ქართველ მოსამართლეს ახსნა-განმარტება რომ მოსთხოვა? რაც რა თქმა უნდა ქართულ მართლმსაჯულებაში პირდაპირი ჩარევა იყო, ახლა შაჰინი ცდილობს ჩაერიოს ქართული დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში და დარტყმა მიაყენოს საქართველოს დამოუკიდებლობას, ის უმაღლეს დონზე ჩატარებული სპეცოპერაციის დაკნინებას ახდენს.

რატომ? პასუხი მარტივია, რიგითი აგენტის ბაჩიაშვილის გადასარჩენად! დიახ ბაჩიაშვილი კოლექტიური დასავლეთის აგენტია, სწორედ ამიტომ მოინათლა მისი დაკავება დემოკრატიაზე თავდასხმად. რეალობა შაჰინის განცხადებისგან, რადიკალურად განსხვავებულია, რეალურად ბაჩიაშვილი არის სტატისტიკური კრიმინალი, რომლის ადგილი ციხეში არის, ბაჩიაშვილის საქმე, საქართველოს და ქართული ძალოვანი უწყებების შეფასების კარგი ინდიკატორია. საქართველო არის ძლიერი დამოუკიდებელი ქვეყანა, სტრუქტურულად გამართული ძალოვანი უწყებებით, რომელთაც მათ წინაშე არსებული ამოცანის წარმატებით შესრულება შეუძლიათ!” – წერს დავით ჩიხელიძე.

Continue Reading

Previous: სენატორი ჯინ შაჰინი იმის მაგივრად, რომ აღფრთოვანებას გამოხატავდეს ქართული ხელისუფლების მიერ კანონის აღსრულებას უმაღლესი სტანდარტების გამო, ბრალდებულს აპრიორი იცავს – გიორგი ბაჩიაშვილი მათი აგენტია, შესაბამისად, მას დაცვა-პატრონობა სჭირდება
Next: ჩავარდნილი აგენტის, გიორგი ბაჩიაშვილის “გადასარჩენად” ჩაერთო აგენტოკრატიაც – სენატორი ჯინ შაჰინის უტიფარი აზრით, მისი დაკავება თურმე “დარტყმაა ქართული დემოკრატიისთვის”; საგარეო დირექტივებია დარტყმა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე და ამას კარგად იგერიებს ჩვენი ხელისუფლება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025