Skip to content
17/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სენატორი ჯინ შაჰინი იმის მაგივრად, რომ აღფრთოვანებას გამოხატავდეს ქართული ხელისუფლების მიერ კანონის აღსრულებას უმაღლესი სტანდარტების გამო, ბრალდებულს აპრიორი იცავს – გიორგი ბაჩიაშვილი მათი აგენტია, შესაბამისად, მას დაცვა-პატრონობა სჭირდება

მარშალ პრესი 17/06/2025
levan nikoleishvili

უმაღლეს დონეზე ჩატარებული ოპერაციით სამართალს გაქცეული, ძებნილი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება, ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს მოქმედების ერთ-ერთი კარგი მაგალითია. სენატორი ჯინ შაჰინ იმის მაგივრად, რომ აღფრთოვანებას გამოხატავდეს ქართული ხელისუფლების მიერ სამართლის უზენაესობას და კანონის აღსრულებას უმაღლესი სტანდარტების გამო, ამ ყოველივეს თურმე ქართული დემოკრატიის დარტყმად აღიქვამს, ხოლო კრიმინალის აღზევება-დაუსჯელობას დემოკრატის ახალ ჩირაღდნად, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სასამართლოს საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე, ჯინ შაჰინი პარიორი იცავს ბრალდებულს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ გიორგი ბაჩიაშვილი მათი აგენტია, ხოლო სენატორი კვლავ უხეშად ერევა სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში. “სპეცოპერაციებითა და სამართალდამცავი უწყებების მიერ ძებნილების, მათ შორის სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე დაკავებებით, შემდეგ კი აშშ-ის მართლმსაჯულებისათვის წარდგენით, შეერთებული შტატები მართლაც რომ მოწინავე ადგილს იკავებს მსოფლიოში.

უმაღლეს დონეზე ჩატარებული ოპერაციით სამართალს გაქცეული, ძებნილი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება, ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს მოქმედების ერთ-ერთი კარგი მაგალითია. სენატორი ჯინ შაჰინ იმის მაგივრად, რომ აღფრთოვანებას გამოხატავდეს ქართული ხელისუფლების მიერ სამართლის უზენაესობას და კანონის აღსრულებას უმაღლესი სტანდარტების გამო, ამ ყოველივეს თურმე ქართული დემოკრატიის დარტყმად აღიქვამს, ხოლო კრიმინალის აღზევება-დაუსჯელობას დემოკრატის ახალ ჩირაღდნად (დემოკრატიის შუქურა გამახსენდა უნებლიედ!). როგორც ჩანს, ძალიან სამარცხვინო განცხადებით ამიტომაც შეგვახსენა თავი ქალბატონმა სენატორმა; მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სასამართლოს საბოლოო ვერდიქტი არ გამოუტანია, ქალბატონი ჯინ შაჰინი ბრალდებულს აპრიორი იცავს, დავიჯერო საქმის დეტალები დანამდვილებით იცის? რა თქმა უნდა არა, აქ მთავარია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი მათი აგენტია, შესაბამისად კი მას დაცვა-პატრონობა სჭირდება, ამით კი, კიდევ ერთხელ მოხდა ნიღბის ჩამოხსნა. სამწუხაროა, რომ ქალბატონი სენატორი ვერ ან არ ხვდება იმას, რომ ასეთი განცხადებებით კვლავ ერევა სუვერენულ სახელმწიფოს მართლმსაჯულების საქმეში, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყოველივე სპეციალურად კეთდებოდეს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესის ჩასაშლელად.” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Continue Reading

Previous: ოპოზიცია არჩევნებში მოგებული ქალაქების მართვას კი არ აპირებს, კრიზისების გაჩაღებას გეგმავენ, კარგის გამკეთებლები არ არიან, რა დავალებასაც მისცემენ, იმას გააკეთებენ
Next: ჯინ შაჰინის პოზიციით, დამნაშავის დაკავება დემოკრატიაზე დარტყმა ყოფილა, დანაშაულის ჩადენა, პარტნიორის მოტყუება და თანხის დაუფლების თაღლითური მცდელობა კი დემოკრატის უტყუარი გამოვლინება – ბაჩიაშვილი კოლექტიური დასავლეთის აგენტია, სწორედ ამიტომ მოინათლა მისი დაკავება დემოკრატიაზე თავდასხმად

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025