Skip to content
30/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

განცხადება, რომ “უკრაინელები მზად არიან ევროპისთვის მოკვდნენ“, იმის დასტურია, რომ თურმე სისხლისღვრა ყოფილა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ბილეთი

მარშალ პრესი 17/06/2022

„ევროკომისიის თავმჯდომარის განცხადება, რომ “უკრაინელები მზად არიან ევროპისთვის მოკვდნენ”, იმის დასტურია, რომ თურმე სისხლისღვრა ყოფილა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ბილეთი“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ანდრია გვიდიანი ევროკომისიის დასკვნას.

მისი თქმით მიუხედავად ყველაფრისა, ოფიციალურად დადასტურდა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რაც სასიხარულოა.

„ევროკომისიის თავმჯდომარის განცხადება, რომ “უკრაინელები მზად არიან ევროპისთვის მოკვდნენ”, იმის დასტურია, რომ თურმე სისხლისღვრა ყოფილა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ბილეთი. ეს ნიშნავს იმას, რომ თავად ევროკავშირის მიერ დადასტურებული კრიტერიუმები, რომლითაც საქართველო უკრაინასაც და მოლდოვასაც უსწრებს, თურმე არაფერს წარმოადგენს. სამწუხაროდ, ეს მსჯელობა მიუღებელთან ერთად, ამორალურიც არის.
ბოდიში, მაგრამ ჩვენ არ ვართ მზად “მოვკვდეთ”;
ბოდიში, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე დიდი ღირებულება სიცოცხლეა;
ბოდიში, მაგრამ ჩვენთვის მშვიდობა ყველაზე დიდი ფასეულობაა;
ბოდიში, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ საქართველოში სისხლი უკვე დაიღვარა;
ბოდიში, მაგრამ ჩვენ ევროპა ცოცხლებს გვინდა და არა მკვდრებს!!!;
ბოდიში, მაგრამ სიკვდილით მოპოვებული ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჩვენთვის პრიორიტეტული არ არის;
P.S. – მიუხედავად ყველაფრისა, ოფიციალურად დადასტურდა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რაც სასიხარულოა. საქართველო აუცილებლად გამონახავს გზებს, რომ მშვიდობით (და არა სისხლით!!!) გახდეს ევროპის ღირსეული ნაწილი“- წერს გვიდიანი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ამ და კიდევ სხვა მიზეზების გამო, ნამდვილად არ ვიდარდებ იმ ეფემერულ სტატუსებზე რომელიც „მოგვანიჭეს“ და რომელსაც „პერსპექტივაში“ ველოდებით
Next: დღევანდელი გადაწყვეტილება გათვლილია შიდა პოლიტიკურ შოკზე, რაც არ უნდა დაუშვას საქართველომ და მისმა არჩეულმა ხელისუფლებამ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.