Skip to content
17/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დღეს „ტოპ ტვინების“ ციებ-ცხელების დღეა – ტულსი გაბარდის სახეზე КГБ ამოიკითხეს, ბრიტანეთის სპეცსამსახურების ახალი შეფის, ქალბატონ მეტრეველის გენეალოგიაში კი – რუსოფობია

მარშალ პრესი 16/06/2025
DAVID KARTVELISHVILI

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ნაცმოძრაობის რეჟიმის ერთ-ერთი სახის, გიორგი არველაძის განცხადებას, რომელმაც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი შეაფასა სოციალურ ქსელში და დაწერა: „მას სახეზე აწერია კგბ.

აშშ-ის სირცხვილია, რომ ასეთ ადამიანებს აძლევს ძალაუფლებას. სირცხვილი.“ დავით ქართველიშვილის განმარტებით, რადიკალებმა მორიგი არაადეკვატური დასკვნა გამოიტანეს, როცა ტულსი გაბარდის სახეზე КГБ ამოიკითხეს, ბრიტანეთის სპეცსამსახურების ახალი შეფის, ქალბატონ მეტრეველის გენეალოგიაში კი – რუსოფობია. „დღეს „ტოპ ტვინების“ ციებ-ცხელების დღეა, რამეთუ მზეზე მაგნიტური ქარიშხალი ყოფილა. დასავლეთის სპეცსამსახურებს გადასწვდნენ და, რა თქმა უნდა, იქაც რუსეთი დაინახეს – ცნობილმა ფიზიონომისტმა არველაძემ ტულსი გაბარდის სახეზე КГБ ამოიკითხა.

აკაცუკების შტატგარეშე ანთროპოლოგმა ნანულამ კი, ბრიტანეთის სპეცსამსახურების ახალი შეფის, ქალბატონ მეტრეველის გენეალოგიაში, სომხურ-პოლონურ-ებრაულ- ქართულ ფესვებში კი, პირიქით – რუსოფობია ამოიკითხა და ამ აღმოჩენით მთელი დღე “ქოცებს” აშინებს. მერე კი წაუკითხეს მეტრეველის ცნობილი ციტატა: “ჩვენ საფრთხეს რუსეთიდან კი ველოდებით, მაგრამ, არა – რუსი ხალხისგან” – და საგონებელში ჩავარდა: ორი უცნობით ასეთი განტოლება ცხოვრებაში ჯერ არ ამოუხსნია – ამით მეტრეველს რისი თქმა უნდოდა, ნანულა გაიხლართა“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: თავდაცვის მინისტრმა სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა
Next: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველს და საქართველოში ამერიკის ელჩს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025