Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა

მარშალ პრესი 16/06/2025
1661

საქართველოს თავდაცვის ძალები სამხედრო პოლიციის დღეს აღნიშნავს. სამხედრო პოლიციის დაარსების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ორხევში, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთის ბატალიონის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. პირად შემადგენლობას იუბილე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით მიმართვისას, თავდაცვის ძალების ეფექტიანად ფუნქციონირებაში სამხედრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულის მნიშვნელობაზე ისაუბრა, სამხედრო პოლიციელებს ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა დეპარტამენტის უფროსმა, თავდაცვის გენერალ-მაიორმა შალვა შენგელიამ.

იუბილესთან დაკავშირებით, სამხედრო პოლიციელები საშტატო იარაღით, უწყებრივი მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი, როგორც სამართალდამცავი სტრუქტურული ქვედანაყოფი, წარმატებით უზრუნველყოფს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დისციპლინას. განხორციელებული რეფორმებისა და მოდერნიზაციის შედეგად, სამხედრო პოლიცია სამანევრო ქვედანაყოფებს საბრძოლო ამოცანის შესრულებაში უჭერს მხარს. ქვედანაყოფი აქტიურად მონაწილეობს ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბის სწავლებებში.

Post navigation

Previous: ომის დღესვე დასრულების შემთხვევაში, უკრაინას შესაძლოა სამხედროებისთვის და მათი ოჯახებისთვის კომპენსაციის სახით $130 მილიარდზე მეტი დაეკისროს
Next: დღეს „ტოპ ტვინების“ ციებ-ცხელების დღეა – ტულსი გაბარდის სახეზე КГБ ამოიკითხეს, ბრიტანეთის სპეცსამსახურების ახალი შეფის, ქალბატონ მეტრეველის გენეალოგიაში კი – რუსოფობია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.