Skip to content
16/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური აშშ-ის არმიის 250-ე იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

მარშალ პრესი 16/06/2025
1001

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა. გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი ქალაქ ვიზბადენში გამართულ აშშ-ის არმიის 250-ე იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ქართველი გენერალი იუბილეზე ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის მეთაურმა, გენერალ კრისტოფერ დონაჰიუსმა პირადად მიიწვია. 

ღონისძიებაზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ამერიკელ გენერალს აშშ-ის არმიის იუბილე მიულოცა და თავდაცვის სფეროში საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა. აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებასა და ტრანსფორმაციაში აშშ-ის მნიშვნელოვანი წვლილი. გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა მასპინძელს მადლობა გადაუხადა იმ პრაქტიკული მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამერიკული მხარე  საქართველოს თავდაცვის ძალებს უწევს.

Continue Reading

Previous: სოზარ სუბარი 2009 წლის 15 ივნისის აქციაზე: მიტინგებზე იმდენად ხშირი იყო ადამიანების ცემა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები არ გამოდიოდნენ სპეციალური საიდენტიფიკაციო ნიშნების გარეშე, ამის მიუხედავად, უსასტიკესად სცემეს სახალხო დამცველის წარმომადგენელს, ვახუშტი მენაბდეს
Next: გერმანიის საელჩომ ჰუმბოლდტის ეს სიტყვები გაიმეორა და სცენა მიხეილ სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო სიის მე-8 ნომერს, ირაკლი ხვადაგიანს დაუთმო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025