
მაშინ, ამ მიტინგებზე იმდენად ხშირი იყო ადამიანების ცემა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები არ გამოდიოდნენ სპეციალური საიდენტიფიკაციო ნიშნების გარეშე, როგორც პრესის წარმომადგენლები, ისე გამოდიოდნენ სპეციალური ჩაცმულობით. ამის მიუხედავად, უსასტიკესად სცემეს სახალხო დამცველის წარმომადგენელს, რომელიც ბუნებრივია, იქ დამკვირვებელი იყო, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა, 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ვახუშტი მენაბდეს, რომელიც სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო, მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, შესაბამისად, სუბარის განმარტებით, “ნაცმოძროაბის” მიზანი არა კანონიერების დაცვა, არამედ მომიტინგეების დასჯა იყო. “მინდა დავადასტურო, რომ ეს იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია, არამხოლოდ იმიტომ, რომ ეს კადრები შემორჩა – თუმცა, დიდი ნაწილი კადრებისა, მაშინ პოლიციამ გაანადგურა, ჩამოართვა ყველა ჟურნალისტს, გაანადგურეს, თვითონ აპარატურაც კი გააფუჭეს, მაგრამ რაღაც ნაწილი მაინც შემორჩა. იქ იყვნენ ჩემი წარმომადგენლები, სახალხო დამცველის წარმომადგენელი, კონკრეტულად, იქ იყო ვახუშტი მენაბდე.
მაშინ, ამ მიტინგებზე იმდენად ხშირი იყო ადამიანების ცემა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები არ გამოდიოდნენ სპეციალური საიდენტიფიკაციო ნიშნების გარეშე, როგორც პრესის წარმომადგენლები, ისე გამოდიოდნენ სპეციალური ჩაცმულობით. ამის მიუხედავად, უსასტიკესად სცემეს სახალხო დამცველის წარმომადგენელს, რომელიც ბუნებრივია, იქ დამკვირვებელი იყო. ვახუშტი მენაბდეს რამდენიმე კვირის განმავლობაში ჰქონდა წოლითი რეჟიმი, დალეწილი იყო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მიზანი იყო არა კანონიერების დაცვა, არამედ მომიტინგეების დასჯა, რომ ვეღარასდროს გაებედათ მსგავს მიტინგებში მონაწილეობა.” – განაცხადა სოზარ სუბარმა.