Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გარედან მართული, დაფინანსებული ადამიანები პირდაპირ დებოშს ტეხენ და ამ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სასამართლოს სისტემის რეპუტაცია იყოს შელახული

მარშალ პრესი 15/06/2025
archil gorduladze

გარედან მართული, დაფინანსებული ადამიანები პირდაპირ დებოშს ტეხენ, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ სასამართლო დარბაზებსა და შენობებში, მოსამართლეებსა და მანდატურებზე რადიკალების მიერ განხორციელებულ ზეწოლასა და შეურაცხყოფაზე, დებოშის ფაქტებზე საუბრისას.

მან აღნიშნა, რომ ამგვარ ქმედებებს რამდენიმე მიზანი აქვს.

„ამ ყველაფერს აკეთებენ ერთი – იმისთვის, რომ სასამართლოს სისტემის რეპუტაცია იყოს შელახული; მეორე მხრივ – სიუჟეტებისა და რეპორტაჟებისთვის „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებს ჰქონდეთ მასალა; ამავდროულად, შემდეგ დაიწეროს ე.წ. რაპორტები, ანგარიშები, რომლებსაც წარადგენენ სხვადასხვა ორგანიზაციაში, უცხოეთში, თუ რა „უბედურება“ ტრიალებს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მან მართლმსაჯულების სისტემაში გარე ძალების ჩარევის მცდელობაზეც ისაუბრა. გორდულაძემ გაიხსენა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევა, რომელსაც ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილების გამო ამერიკის ყოფილი ელჩის სახელით ახსნა-განმარტება მოსთხოვეს.

„რა უნდა ელჩს, დიპლომატს სასამართლო პროცესზე, რომელმაც არ იცის სამართალწარმოების ენა – ქართული, მაგრამ ესწრება და თითქოს, ისმენს, რა ხდება სასამართლო პროცესზე. რეალურად ეს არის მცდელობა, სასამართლოზე, მოსამართლეზე ზეგავლენა მოახდინოს. წარსულში ჩვენ ხომ გვახსოვს, როგორ დაიბარეს გვარამიას საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე, როგორ მოსთხოვეს მას მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხი და შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტიც გაუუქმეს.

კანონი უნდა კანონობდეს ჩვენს ქვეყანაში, წინააღდეგ შემთხვევაში უბრალოდ, სახელმწიფო არ გვექნება და ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ სახელმწიფოებრიობის გაუქმების მცდელობაც კი ჰქონდეს“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

Continue Reading

Previous: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა კომპაკ სპორტინგს უკვე მეხუთედ უმასპინძლა
Next: “ნაცების” ახალგაზრდულის ეს ნახევრად სატანისტური აქცია შემთხვევითი არ გეგონოთ – მთელს რეგიონში ცეცხლი ანთია, აქაც უნდათ ცეცხლის დანთება, რასაც ქართული სახელმწიფო არ უშვებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025