Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის ევროპელ ელჩებს, რომ თავი შეიკავონ საქართველოში სიძულვილისა და ზიზღის წახალისებისგან, ქართულ საზოგადოებას სჭირდება სიმშვიდე და ჯანსაღი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ

მარშალ პრესი 12/06/2025
irakli kobakhidze

მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის ევროპელ ელჩებს, რომ თავი შეიკავონ საქართველოში სიძულვილისა და ზიზღის წახალისებისგან, ეს არის ის, რაც ნამდვილად არ სჭირდება ქართულ საზოგადოებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართულ საზოგადოებას სჭირდება სიმშვიდე და ჯანსაღი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან წამახალისებელ ნაბიჯებს, რაც ძალიან ცუდია, ელჩებიც არიან ხოლმე ჩართული ამ ყველაფერში. ქართულ საზოგადოებას სჭირდება სიმშვიდე და სჭირდება ის, რომ ეს სიძულვილი რამენაირად დასრულდეს. მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის ევროპელ ელჩებს, რომ თავი შეიკავონ საქართველოში სიძულვილისა და ზიზღის წახალისებისგან, ეს არის ის, რაც ნამდვილად არ სჭირდება ქართულ საზოგადოებას. ჩვენს საზოგადოებას სჭირდება სიმშვიდე და ჯანსაღი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები ეხება საკმაოდ მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, როგორიცაა მაგალითად თაღლითობა, დაზარალებულის ინტერესები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული და აღნიშნული ცვლილებები, სწორედ, ამას ემსახურება
Next: უნგრეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვი, რომ მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობების პარალელურად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.