Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები ეხება საკმაოდ მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, როგორიცაა მაგალითად თაღლითობა, დაზარალებულის ინტერესები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული და აღნიშნული ცვლილებები, სწორედ, ამას ემსახურება

მარშალ პრესი 12/06/2025
irakli kobakhidze

დაზარალებულის ინტერესები მაქსიმალურად ინდა იყოს დაცული და, სწორედ, ამას ემსახურება ის ცვლილებები, რომელიც შედის სისხლის სამართლის კოდექსში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად ბუდაპეშტში განაცხადა.

მისივე თქმით, ცვლილებები ეხება მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, მაგალითად, როგორიცაა თაღლითობა, რაც სერიოზული ზიანის მომტანია დაზარალებული პირისთვის.

„საქმე ეხება საკმაოდ მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, როგორიცაა თაღლითობა და ა.შ. რაც სერიოზული ზიანის მომტანია შესაბამისი დაზარალებული პირებისთვის და ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ ასეთი ადამიანები, დამნაშავეები სერიოზულ ზარალს აყენებენ სხვა პირებს. შემდეგ მოიხდიან ხოლმე სასჯელს, გამოდიან და სარგებლობენ მითვისებული ქონებით. იმისათვის, რომ ასეთი გეგმა არავის ჰქონდეს და ასეთი ინტერესი არავის გაუჩნდეს, მნიშვნელოვანია, გამკაცრდეს კანონმდებლობა. დაზარალებულის ინტერესები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული და, სწორედ, ამას ემსახურება ის ცვლილებები, რომელიც შედის სისხლის სამართლის კოდექსში,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: კვლევების თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენ შეგვიძლია იმაზე მაღალი შედეგის მიღებაც კი, რაც მივიღეთ წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ოპოზიციამ რომც მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, მათ მაქსიმუმ 3-4 მანდატის მიღება შეუძლიათ საკრებულოებში
Next: მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის ევროპელ ელჩებს, რომ თავი შეიკავონ საქართველოში სიძულვილისა და ზიზღის წახალისებისგან, ქართულ საზოგადოებას სჭირდება სიმშვიდე და ჯანსაღი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.