„ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით 130 რაკეტა გაუშვა

205
წაკითხვა/ნახვა

„ჰამასმა“ ისრაელის ქალაქების – აშკელონის, ნეტიბოტისა და სდეროთის მიმართულებით 130 რაკეტის გაშვების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას რადიო „საუთ ალ-აქსა“ ავრცელებს.

ამასთან, ებრაული მედია იუწყება, რომ ადგილობრივი დროით 19:20 საათზე განგაშის სირენის ხმა ისმოდა ხოლონში, რიშონში, ლეციონში, იავნეში, შფელას ოლქსა და ისრაელის სამხრეთ რაიონებში, მათ შორის აშკელონში.

სასწრაფო დახმარების სამსახური სდეროთში სამი დაჭრილის შესახებ იუწყება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

კომენტარები
მოწონება