Skip to content
19/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი “”რუსკი ვაეინი კარაბლის” გეზის მიმართულებით გაუშვა”

მარშალ პრესი 01/04/2022
სააკაშვილი მიხეილ

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც შეეხებოდა პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობასა და მის მიმართ მოპყრობას“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბექა ძამაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, ამ საქმეში არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რომლის გამოც, საჭირო იქნებოდა საკითხის დამატებითი შესწავლა.

„შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და მის მიმართ მოპყრობა სრულ შესაბამისობაშია ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან და მისი უფლებები და ინტერესები სრულად დაცულია“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

მან განმარტა, რომ ევროპულ სასამართლოს მიეწოდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის შესახებ და პენიტენციურ სისტემაში მისდამი მოპყრობასთან დაკავშირებით.

„ეს ინფორმაცია, დეტალურ დოკუმენტაციასთან ერთად, გადაიგზავნა ევროპულ სასამართლოში. შესაბამისად, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს მთავრობის მიერ მიწოდებული ინფორმაციითა და მასალებით და, მეორე მხრივ, მომჩივნის მიერ გაგზავნილი ინფორმაციითა და მასალებით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

მიხეილ სააკაშვილი ევროპული სასამართლოს წინაშე დავობდა, რომ პენიტენციურ სისტემაში მის წინააღმდეგ ხორციელდებოდა არასათანადო მოპყრობა და არასათანადო მკურნალობა.

ასევე ნახეთ:

პუტინის მთავარი მტერი, დედას სიხარული, ერის იმედი და მთავარი რეფორმატორი მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

 

Post navigation

Previous: ლევან ქარუმიძე ანა ფოტიგასა და რაფაელ გლუკსმანს: აშკარაა, რომ სააკაშვილი კარგადაა, ნუ ნერვიულობთ!
Next: გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.