Skip to content
20/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გმირ მეხანძრე-მაშველებს ვულოცავ პროფესიულ დღეს, სამაგალითოა მათი თავდაუზოგავი შრომა, პროფესიონალიზმი და გამბედაობა

მარშალ პრესი 12/06/2025
mikheil kavelashvili

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, სამაგალითოა ამ ადამიანების თავდაუზოგავი შრომა, პროფესიონალიზმი და გამბედაობა.

„ჩვენს უშიშარ და გმირ მეხანძრე-მაშველებს ვულოცავ პროფესიულ დღეს. სამაგალითოა ამ ადამიანების თავდაუზოგავი შრომა, პროფესიონალიზმი და გამბედაობა. მადლობას ვუხდი თითოეულ მეხანძრე-მაშველს სამშობლოს ერთგულად მსახურებისთვის. ისინი ჩვენი დროის გმირები არიან. გმირები, რომლებიც მზად არიან, სხვათა გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე დაუფიქრებლად გაიღონ. ქედს ვიხრი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თითოეული მათგანის ხსოვნის წინაშე. დღევანდელი დღე სიმბოლური ხაზგასმაა ჩვენი მეხანძრე-მაშველების თავდადების, დაუღალავი შრომის. მსურს, მათ მშვიდობა და ოჯახებში მუდამ ჯანმრთელად და უვნებლად დაბრუნება ვუსურვო“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მილოცვაში.

Post navigation

Previous: ეს არის უბრალოდ საქართველოს მოსახლეობაზე ზეწოლის ერთ-ერთი ხერხი, რომელიც შედეგს ვერ გამოიღებს
Next: გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის საქმე ერთ ერთი ყველაზე გახმაურებულია, მოსამართლემ ბერბოკისთვის სულელის წოდების გამო, 59 წლის მამაკაცი 9600 ევროთი დააჯარიმა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.