Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს არის უბრალოდ საქართველოს მოსახლეობაზე ზეწოლის ერთ-ერთი ხერხი, რომელიც შედეგს ვერ გამოიღებს

მარშალ პრესი 12/06/2025
ela sepashvili

„ეს არის საქართველოს წინააღმდეგ კოორდინირებული შეტევის კიდევ ერთი მაგალითი,” – ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით წარმოებული კამპანია. ეს უკანასკნელი მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს, შეუჩეროს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ხელშეკრულება. ეკა სეფაშვილი დარწმუნებულია, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მცდელობა პირველი შემთხვევა არაა და ის ამჯერადაც წარუმატებლად დასრულდება.

„პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელიც ეხება საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით ძალისხმევის მობილიზებას, არის მხოლოდ და მხოლოდ მტრული გამოხტომა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ინიციატივას შედეგი არ ექნება, იმიტომ, რომ მსგავსი მუქარები ადრეც იყო, თუმცა უშედეგოდ. ეს არის უბრალოდ საქართველოს მოსახლეობაზე ზეწოლის ერთ-ერთი ხერხი, რომელიც შედეგს ვერ გამოიღებს. ვფიქრობ, ეს არის საქართველოს წინააღმდეგ კოორდინირებული შეტევის კიდევ ერთი მაგალითი,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ამბობს, რომ დასავლეთი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სანაცვლოდ, 18 წლის ახალგაზრდების მობილიზაციას მოითხოვს
Next: გმირ მეხანძრე-მაშველებს ვულოცავ პროფესიულ დღეს, სამაგალითოა მათი თავდაუზოგავი შრომა, პროფესიონალიზმი და გამბედაობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.