Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბოროტი ზღაპრები, რომელიც ბრიუსელში ჩაიტანეს, არ დადასტურდა, არ მგონია, რომ ამის ვინმეს სჯეროდეს

მარშალ პრესი 11/06/2025
giorgi volski

ბოროტი ზღაპრები, რომელიც ბრიუსელში ჩაიტანეს, არაფერი არ დადასტურდა, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ტყუილია, ბლეფია და გარკვეულ პოლიტიკურ ამოცანას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციაში გეგმა აქვთ, რომლის შემადგენელი ნაწილია ბრიუსელში ზღაპრებით ჩასვლა.

„ამ ისტორიას და ტრენდებს ბოკუჩავა და სხვები კი არ ქმნიან, არამედ სადღაც ცენტრში, ტრენდი იქმნება და შემდეგ ვრცელდება იმის ინსტრუქცია, ბოკუჩავა როგორ უნდა მოიქცეს, რომლის ნაწილია ის, რომ ბრიუსელში ჩავიდეს და თქვას, რომ მისი ქმარი დაიჭირეს და საბავშვო ბავშვების სიკვდილით ან ძალადობით დაემუქრნენ. ეს არის ამოცანა, რის გამოც ჩასულია ბრიუსელში, მაგრამ არ მგონია, რომ ამის ვინმეს სჯეროდეს. მათ გეგმა აქვთ, რომლის შემადგენელია, ბრიუსელში ზღაპრებით ჩასვლა“,- განაცხადა ვოლსკიმ.

Post navigation

Previous: დიდუბის რაიონის გამგეობამ აკაკი წერეთლის გამზირის N87-სა და N97-ში მდებარე კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია დაასრულა
Next: ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.