ფაქტია, რომ ძალიან დიდი ძირგამომთხრელი სამუშაო ჩატარდა საქართველოს წინააღმდეგ, ეს აღარ არის ხელისუფლების წინააღმდეგ და ეს იმისთვის, რომ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ პროფესორმა და ფილოსოფოსმა ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ძირგამომთხრელ სამუშაოებში ერთ-ერთი საკვანძო ელემენტი ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია იყო.
„რა თქმა უნდა, ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა ყოველი ეტაპი ევროპასთან და ევროკავშირთან. საერთოდ, ისტორიული საქმეა, რომ საქართველოს უნდა ხელახლა დაიმკვიდროს თავისი ადგილი სწორედ ევროპულ ოჯახში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ გადავყლაპოთ მონურად, აბსოლუტურად უსამართლო დამოკიდებულება ჩვენ მიმართ. მე ვგულისხმობ იგივე ევროპარლამენტის რეზოლუციას. სწორედ ამ რეზოლუციამ საზოგადოების დიდ ნაწილში გამოიწვია უსამართლობის განცდა, მათ შორის იმ ხალხში, ვისაც სრულებითაც არ უყვარს ეს ხელისუფლება. ყველა ხელისუფლება იმსახურებს კრიტიკას. ჩვენი ხელისუფლება, რა თქმა უნდა იმსახურებს კრიტიკას, მართლმსაჯულების სისტემაც იმსახურებს, მაგრამ უსამართლობის განცდას იცით, რა იწვევს? რომ ევროკავშირი, რომელსაც ხმა არ ამოუღია იმ წლებში, როდესაც გვყავდა მასიურად პოლიტიკური პატიმრები, როდესაც ყველა ინფორმაცია ედოთ, რა ხდებოდა წინა რეჟიმის დროს, როდესაც „იმედი“ დაარბიეს. როდესაც ახლა კეთდება ასეთი განცხადებები, ეს რა განცდას იწვევს საზოგადოებაში, იცით? რომ აქ სინამდვილეში ადგილი აქვს წინასაწარ გარკვეულ პოლიტიკურ პოზიციას, რაც იწვევს უსამართლობის განცდას“, – განაცხადა ბათიაშვილმა.
კომპანია Pro V&V-ის განცხადებით პარლამენტის არჩევნებზე დაკვირვება წარმატებით დასრულდა და Pro...