IMG.GE ___________________________________ IMG.GE

დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების ტარება სავალდებულო კიდევ გაურკვეველი პერიოდით იქნება. როგორც PIA.GE-ს ინფექციური პათოლოგიების ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა, აღნიშნული შეზღუდვა მსოფლიოში პანდემიის დაღმავალი ტალღის დადგომამდე არ უნდა მოიხსნას.

„პირბადეების ტარება სავალდებულო უნდა დარჩეს იქ, სადაც გაწერილია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით, ანუ დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში მანამ, სანამ, მინიმუმ ჩვენ იგვლივ რეგიონსა და მაქსიმუმ მთელ მსოფლიოში არ იქნება ეპიდემიის ისეთი დაღმავალი ტალღა, როგორიც საქართველოშია”,- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

 

წყარო: „PIA.GE“

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება