Skip to content
23/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ზაზა გვიმრაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: მანქანაში რომ ჩაგვსვეს, ვუყურებ სამხედრო ყუთები დევს იარაღის. უნდოდათ, რომ ჩვენ დავეხოცეთ, ეს იარაღი დაეწყოთ და კაი კინოს გადაიღებდნენ აი აჯანყებას აწყობდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგო

მარშალ პრესი 09/06/2025
zaza gvimradze2

მანქანაში რომ ჩაგვსვეს, ვუყურებ სამხედრო ყუთები დევს იარაღის, ჯარში ნამყოფი კაცი ვარ, ვიცი სამხედრო ყუთები როგორია იარაღის დევს მანქანაში. უნდოდათ, რომ ჩვენ დავეხოცეთ, ეს იარაღი დაეწყოთ და კაი კინოს გადაიღებდნენ აი აჯანყებას აწყობდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგო,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებულმა ზაზა გვიმრაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

ზაზა გვიმრაძის განცხადებით, ე.წ ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ხალხს სამშობლოს მოღალატეებს უწოდებდნენ, ხოლო ნამდვილი მოღალატეები სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან 2008 წლის ომის, კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის დარქმევის და ცხინვალის ავტონომიური ოლქის შექმნის გამო. „გზაში რომ მოვდიოდით მე სპეცრაზმელებთან ვიჯექი, ვეკითხებოდი რაზე გვიჭერთ-მეთქი. ერთი იყო ძალიან ცუდი კაცი ისე დამარტყა, საშინელი ტკივილი ვიგრძენი.

გზაში იმდენხანს მოვუნდით ქარელის პოლიციამდე ჩაყვანას, იმიტომ რომ ტელეფონზე ლაპარაკობდნენ, ვიღაცებს რაღაცებს ეკითხებოდნენ, გაურკვევლობაში ვიყავით, ხომ რაღაცა უნდა ჩაგედინა და დაეჭირე, სამშობლოს მოღალატეს გიწოდებენ. მოქმედებს ეს ჩემზე, სამშობლოს ღალატი მე ვიცი რაც არის, რასაც აკეთებენ ესენი [ნაციონალური მოძრაობა] ეს არის სამშობლოს ღალატი. რაც გააკეთეს 2008 წელს ეს სამშობლოს ღალატია და ის რაც, პარლამენტმა გააკეთა, რომ კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი დაარქვა და ახალი ავტონომიური ოლქი გააკეთეს ცხინვალის აი ეს არის სამშობლოს ღალატი“,-განაცხადა ზაზა გვიმრაძემ.

Continue Reading

Previous: „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული ზაზა გვიმრაძე-შემიყვანეს ოფიცრის ოთახში. ორი კაცი ჩამოჯდა მაგიდაზე, ორივემ ერთობლივად მუხლი მოიქნია და ჩამარტყეს. სუნთქვა დამეკეტა, სკამიდან გადავვარდი, ზემოდან მადგას ოფიცერი და ჯვარზე და თავზე მაფურთხებს
Next: პარტიის თავმჯდომარის ქმარი მოიტაცეს და განცხადება მაშინვე კი არ გააკეთა ბოკუჩავამ, დაელოდა დღეების გასვლას და ახლა გვამცნო?! შინაგან საქმეთა მინისტრი გარია საქმეში – გელა გელაძე რაღა შუაშია, ასეთი პრიმიტიული მეთოდებით ცდილობენ დისკრედიტაციას?

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025