Skip to content
23/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული ზაზა გვიმრაძე-შემიყვანეს ოფიცრის ოთახში. ორი კაცი ჩამოჯდა მაგიდაზე, ორივემ ერთობლივად მუხლი მოიქნია და ჩამარტყეს. სუნთქვა დამეკეტა, სკამიდან გადავვარდი, ზემოდან მადგას ოფიცერი და ჯვარზე და თავზე მაფურთხებს

მარშალ პრესი 09/06/2025
zaza gvimradze

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ყინწვისის სპეცოპერაციის სახელით ცნობილი სისხლის სამართლის საქმე განიხილება, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული ზაზა გვიმრაძე სპეცოპერაციის შესახებ საუბრობს. ზაზა გვიმრაძე მისი ცემის დეტალებს იხსენებს.

„ყველაფერზე მცემდნენ. როცა ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო პოლიტიკაში, მაშინ კიდევ უფრო გააძლიერეს ცემა. მერე თან გვეუბნებოდნენ, ოჯახს დაურეკეთ არჩევნები რომ იყო უთხარითო. მე რომ ვურეკავდი, [ვეუბნებოდი] ყველა გააფრთხილეთ, წავიდნენ, შემოხაზონ „ქართული ოცნება“. ამაზე კიდევ გცემდნენ და მე ვუთხარი რისი იმედი გაქვთ, ჯერ 17 სექტემბერი არ იყო მოსული. აი მაშინ აიჭრნენ ის კადრები რომ გავრცელდა. ერთხელ შემიყვანეს ოფიცრის ოთახში და ხელები დამაწყობინეს. ორი კაცი ჩამოჯდა მაგიდაზე და ორივემ ერთობლივად მუხლი მოიქნია და ჩამარტყეს [გვერდებში]. სუნთქვა დამეკეტა, სკამიდან გადავვარდი, თავი დავარტყი და ზემოდან მადგას ოფიცერი, ჯვარზე და თავზე მაფურთხებს და თავის ბინძურ ფეხს მისვამს თავზე“-განაცხადა ზაზა გვიმრაძემ.

Continue Reading

Previous: “ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე გლდანის ციხეზე: ისე ვიცხოვრე 31 წლამდე კაცის ხმამაღალი ტირილის ხმა გაგონილი არ მქონდა, პირველი იქ გავიგე კაცების მასიური ტირილი. ყოველი დღე ვიღაცის კვნესით, ტირილით, კივილით იწყებოდა -მარტო იქ ყოფნა განადგურებდა
Next: “ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ზაზა გვიმრაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: მანქანაში რომ ჩაგვსვეს, ვუყურებ სამხედრო ყუთები დევს იარაღის. უნდოდათ, რომ ჩვენ დავეხოცეთ, ეს იარაღი დაეწყოთ და კაი კინოს გადაიღებდნენ აი აჯანყებას აწყობდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025