Skip to content
09/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: როგორც კი გამოგვესარჩლნენ სასულიერო პირები, მათაც სცემეს – ბერებს ურტყეს და ძირს დაყარეს

მარშალ პრესი 09/06/2025
nika goguadze

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებულმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა ნიკოლოზ გოგუაძემ, ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დეტალები გაიხსენა, როდესაც 2011 წლის 26 მაისს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით 24 ადამიანი დააკავეს.

გოგუაძის განცხადებით, სასულიერო პირები როგორც კი გამოესარჩლნენ ყინწვისის მონასტერში დაკავებულებს, სპეცრაზმმა მათაც დაუწყო ცემა. “ჩვენი დაკავებისას, სასულიერო პირებს რეაქცია ჰქონდათ, რას შვრებითო და როგორც კი გამოგვესარჩლნენ სასულიერო პირები, მათაც მოხვდათ. მარტივად რომ ვთქვათ, ბერებსაც სცემა სპეცრაზმმა – კონკრეტულად ვინ ურტყამდა, ყურადღება მაშინ არ მიმიქცევია, იმიტომ, რომ ერთადერთი [მეგის] ქარდავა და კიდევ ერთი ადამიანი იყო ნიღბის გარეშე, დანარჩენი ყველა ნიღბებში იყო.

ყველამ დავინახეთ, რომ ბერები სცემეს, უმოწყალოდ არ უცემიათ, მაგრამ ურტყეს და ძირს დაყარეს ყველა ამ ცემის შედეგად.” – განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ. შეგახსენებთ, რომ ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა დაკავებულების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტი. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ წინა ხელისუფლების დროს, 2011 წელს, გამოძიებამ არც ერთი საგამოძიებო მოქმედება სათანადოდ არ ჩაატარა.

Continue Reading

Previous: “ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: ჯემალ სურამელაშვილი, ჩვენ რომ მანქანებში გადაგვანაწილეს, ჩააბეს მიკროავტობუსზე და ათრიეს მთელი გზა, ყინწვისის მონასტრიდან ცენტრალურ გზამდე
Next: მეგის ქარდავას გადაწყვეტილი ჰქონდა ჩემთვის ესროლა. რამდენიმე წუთი ველოდებოდით ზარს, რომ დარეკეს სახე შეეცვალა, გადარჩიო და შემაგინა. ეტყობა იქიდან უთხრეს არ გაისროლოო, დიდი გაურკვევლობა იყო, ჩანდა ჩვენი დაკავება მათ ინტერესში საერთოდ არ შედიოდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025