Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: ჯემალ სურამელაშვილი, ჩვენ რომ მანქანებში გადაგვანაწილეს, ჩააბეს მიკროავტობუსზე და ათრიეს მთელი გზა, ყინწვისის მონასტრიდან ცენტრალურ გზამდე

მარშალ პრესი 09/06/2025
04

სამწუხაროდ, ჩვენ დაგვეღუპა ჩვენთან ერთად დაკავებული ორი პატიმარი, რომლებიც ციხიდან გამოსვლიდან ძალიან მოკლე პერიოდში, მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა, – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე, ყოფილმა პოლიტპატიმარმა, ნიკოლოზ გოგუაძემ განაცხადა, რომელიც ე.წ. ყინწვისის საქმეზე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით 2011 წელს 23 პირთან ერთად დააკავეს.

მან გაიხსენა ერთ-ერთი დაკავებული, ჯემალ სურამელაშვილი, რომელიც, დაკავებისას მიკროავტობუსზე ჩააბეს და გზის გარკვეული მონაკვეთი ასე წამოიყვანეს.

“ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი იყო ჯემალ სურამელაშვილი, რომელიც, ჩვენ რომ მანქანებში გადაგვანაწილეს, რატომ მოინდომეს მასთან ასეთი ანგარიშსწორება გაუგებარი იყო, მაგრამ ჯემალი ჩააბეს მიკროავტობუსზე და ათრიეს – ვუყურებდით ამას, მთელი გზა, ყინწვისის მონასტრიდან სანამ ცენტრალურ გზამდე ჩახვიდოდი. ყველას გვეუბნებოდნენ, თავები დაბლა გქონდეთ დაწეულიო და სჯობდა ალბათ, თავები არ აგვეწია, მაგრამ, მე დავინახე,” – განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ.

Post navigation

Previous: ჩვენი მარადიული კრიტიკოსის, ფონ დერ ლაიენის მეთაურობით, ევროკომისია გადასახადის გადამხდელთა ფულს იყენებდა ლობისტების დასაქირავებლად, მიზანს წარმოადგენდა “მწვანე დღის წესრიგის” გამოყენებით სხვადასხვა ხელშეკრულების ტორპედირება – ამავე სცენარის ნაწილი მგონია ჰესების წინააღმდეგ არგუმენტაციის გარეშე ისტერიული გამოხდომები
Next: “ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: როგორც კი გამოგვესარჩლნენ სასულიერო პირები, მათაც სცემეს – ბერებს ურტყეს და ძირს დაყარეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.