Skip to content
09/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სანქციებთან დაკავშირებით გეტყვით პირველ რიგში იმას, რომ მათ არ იმუშავეს. მათ უარყოფითი შედეგი მოიტანეს თავად ევროპული ეკონომიკისთვის

მარშალ პრესი 09/06/2025
jan proud

ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა სანქციებთან დაკავშირებით, რომლის დაწესებასაც მოითხოვდნენ საქართველოს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ სანქციებმა არ იმუშავა.

მისი შეფასებით, სანქციებმა ევროპული ეკონომიკისთვისაც უარყოფითი შედეგი მოიტანა.

ბრიტანელმა დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა სანქციების დაწესების შემთხვევაში რუსეთის საპასუხო რეაქციაზეც.

„სანქციებთან დაკავშირებით გეტყვით პირველ რიგში იმას, რომ მათ არ იმუშავეს. მათ უარყოფითი შედეგი მოიტანეს თავად ევროპული ეკონომიკისთვის. საქართველო შედარებით მცირე სახელმწიფოა, რომელიც პირდაპირ ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას და არის განსაკუთრებით მოწყვლადი კრემლის საპასუხო ნაბიჯების თვალსაზრისით.

საქართველოს უნდა დაეწესებინა რუსეთის ფედერაციისთვის სანქციები და ამავე დროს არ უნდა ყოფილიყო მოლოდინი მძიმე რუსული საპასუხო ნაბიჯებისა? ეს ხომ წარმოუდგენელია. რუსეთი საპასუხო სანქციების დაუწესებდა საქართველოს, საქართველოს ენერგიის რამდენიმე წყარო რუსეთიდანაა. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციას საქართველოში დიდი გართულებების შექმნა შეეძლო.

რუსეთს შეუძლია, მაქსიმალურად გაზარდოს ენერგიის მიწოდება საქართველოსთვის ან პირიქით ის საერთოდ გათიშოს. ეს არის წარმოუდგენელი არგუმენტი, რომ საქართველოსგან მოითხოვო რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესება, ან რომელიმე სხვა სახელმწიფოსთვის სანქციების დაწესება.

იყავი ღია, გქონდეს ეკონომიკური ურთიერთობა ყველასთან. რუსეთის ფედერაცია არ არის საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორი, არ არის საჭირო ზედმეტი ჩაციება და საქართველოს უნდა მიეცეს გადაწყვეტილებების მიღების საშუალება, საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანაა“, – აღნიშნა იან პრაუდმა.

Continue Reading

Previous: ხვალ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოგვაღებინებენ მძიმე დანაშაულებზე პასუხისმგებლობას, რამეთუ ანალოგიური ჩანაწერები რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსშიც არსებობს
Next: ჩვენი მარადიული კრიტიკოსის, ფონ დერ ლაიენის მეთაურობით, ევროკომისია გადასახადის გადამხდელთა ფულს იყენებდა ლობისტების დასაქირავებლად, მიზანს წარმოადგენდა “მწვანე დღის წესრიგის” გამოყენებით სხვადასხვა ხელშეკრულების ტორპედირება – ამავე სცენარის ნაწილი მგონია ჰესების წინააღმდეგ არგუმენტაციის გარეშე ისტერიული გამოხდომები

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025