Skip to content
09/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხვალ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოგვაღებინებენ მძიმე დანაშაულებზე პასუხისმგებლობას, რამეთუ ანალოგიური ჩანაწერები რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსშიც არსებობს

მარშალ პრესი 08/06/2025
DAVID KARTVELISHVILI

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ინფორმაციას, რომ საია საქართველოში აქციებზე ნიღბების აკრძალვას მწვავედ აკრიტიკებს, ტრამპის მიერ მიღებულ ანალოგიურ გადაწყვეტილებაზე კი დუმს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ რადიკალების აზრი ქართულ საზოგადოებას, ზოგადად, არ აინტერესებს და ერთადერთი, რა მოთხოვნაც არსებობს მათ მიმართ, არის ის, რომ პატივი სცენ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების გადაწყვეტილებებს.

„საბოლოოდ რა მიზანს უნდა მივაღწიოთ – ეს მაინტერესებს. ანუ, ამ საზოგადოების უმრავლესობის იდიოტებად ოფიციალურ ცნობას „ვაწვებით“, თუ მსგავსი ორგანიზაციების შეურაცხადობის აღიარება გვეუხერხულება? ამ ოლიგოფრენების ლოგიკით, ხვალ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოგვაღებინებენ გაუპატიურებაზე, მკვლელობაზე, ყაჩაღობაზე, პედოფილიაზე და ა.შ., პასუხისმგებლობას, ვინაიდან მათ “რუსულ მუხლებად” გამოაცხადებენ, რამეთუ ანალოგიური ჩანაწერები რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსშიც არსებობს.

ხვალ, ალოგიკურად, ამერიკის სასამართლო განაჩენების გამოტანის სრულიად წარმოუდგენელ სისტემას რომ შემოვიღებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი არა რუსეთში, არამედ, აშშ-შია – ამ შეურაცხადების “გულს” მაინც ვერ მოვიგებთ. ჯერ მაშინ ვერ მოვიგებთ, პირობითად, მზია ამაღლობელს “ორ სამუდამო” განაჩენს რომ გამოვუტანთ და ვერც მაშინ მოვიგებთ მათ “გულებს”, ჰუმანურობის პრინციპიდან გამომდინარე, ციხეში კარგი ყოფაქცევისთვის, ამ სასჯელს რომ გავუნახევრებთ და “მხოლოდ” ერთ უვადოს დავუტოვებთ – ეს ხომ ნაღდი ამერიკული გადაწყვეტილება იქნება…

რაში უნდა გვაინტერესებდეს ერთუჯრედიანებით გავსებული რომელიმე ორგანიზაცია დუმს თუ არ დუმს ტრამპის გადაწყვეტილებაზე? ერთადერთი რაც გვინდა – ხმა ჩაიწყვიტონ და პირი გამოიბანონ მისი აღმატებულება ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლების გადაწყვეტილებებს როცა ეხებიან. უვადო გარჩევები გქონოდეთ საკონსტიტუციო სასამართლოში თქვენთვის საინტერესო საკითხებში, სტრასბურგის გავლით, ჯანდაბამდე გქონიათ საქმე, სასამართლოებიდან გამოსულები არ გვენახოთ, თუნდაც კაცისა და ქალის ერთმანეთისგან სხვაობის ძიების მიზნით. ამ შეურაცხადობაში ჩვენი ჩათრევა ყოველ ჯერზე უკვე გაუსაძლისია…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: ჩვენ თუ ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს! ამიტომ არის ქვეყნის დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტი! დამოუკიდებლობა ყველასგან!
Next: სანქციებთან დაკავშირებით გეტყვით პირველ რიგში იმას, რომ მათ არ იმუშავეს. მათ უარყოფითი შედეგი მოიტანეს თავად ევროპული ეკონომიკისთვის

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025