Skip to content
08/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ასეთმა პოლიტიკოსებმა მიწასთან გაასწორეს ევროპის ავტორიტეტი. აბსურდული ბრალდებაა, ნება იბოძოს და დაასახელოს ის ადამიანები, ვინც დაურეკა და სთხოვა მას სანქციების მოხსნა

მარშალ პრესი 07/06/2025
giorgi sosiashvili

აბსურდული ბრალდება, მორიგი სიყალბე, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი სოსიაშვილი, ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებას, რომლის თანახმად, სანქცირებული პირები ევროკავშირში და არასამთავრობო ორგანიზაციებში რეკავენ შეკითხვებით, თუ როგორ შეუძლიათ სანქცირებულთა სიიდან საკუთარი თავის ამოშლა.

სოსიაშვილის განცხადებით, სწორედ ასეთმა პოლიტიკოსებმა გაასწორეს მიწასთან ევროპის ავტორიტეტი, რასაც “ევრობარომეტრის” კვლევის შედეგებიც მოწმობს. მისივე თქმით, ევროპარლამენტარმა უნდა დაასახელოს, კონკრეტულად ვინ დარეკა მასთან სანქცირებულთა სიიდან ამოღების თხოვნით. “ასეთმა პოლიტიკოსებმა მიწასთან გაასწორეს ევროპის, ევროპული ქვეყნების ავტორიტეტი და შემთხვევითი არ არის, რომ როცა “ევრობარომეტრის” კვლევა ჩატარდა საქართველოში, წინა წელთან შედარებით, 17 პროცენტით იკლო ევროკავშირისადმი ნდობამ. ნება იბოძოს ამ ევროპარლამენტარმა, დაასახელოს ის ადამიანები, ვინ დაურეკა და ვინ სთხოვა მას სანქციების მოხსნა.” – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

Continue Reading

Previous: როდესაც ევროპარლამენტარი ბრალდებას გვიყენებს, კეთილი ინებოს და მტკიცებულება დადოს. ვინაიდან ამ ყველაფერს კონკრეტული ფაქტები არ ახლავს, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგიც რიგითი ლობისტია და ამაში ფულს გამოიმუშავებს
Next: ეს ბატონი, „ზელიამ”, კორუფციის ბრალდებით გააგდო – ეს პოლიტიკური მძორი ჩვენ გვიწუნებს ცივილიზაციას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025