Skip to content
08/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც ევროპარლამენტარი ბრალდებას გვიყენებს, კეთილი ინებოს და მტკიცებულება დადოს. ვინაიდან ამ ყველაფერს კონკრეტული ფაქტები არ ახლავს, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგიც რიგითი ლობისტია და ამაში ფულს გამოიმუშავებს

მარშალ პრესი 07/06/2025
levan machavariani

„როდესაც ევროპარლამენტარი, ამ შემთხვევაში, ასეთი ტიპის მძიმე განცხადებას აკეთებს და ბრალდებას გვიყენებს, რომ თურმე ვინმე სადღაც რეკავს და რაღაცას იხვეწება, კეთილი ინებოს და ფაქტი, მტკიცებულება დადოს, სახელი და გვარი გამოაქვეყნოს“- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრაზე, ევროპარლამენტის წევრის, ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თქმითაც, „სანქცირებული პირები საქართველოდან რეკავენ ევროკავშირსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში კითხვით, როგორ შეიძლება სანქციების სიიდან ამოშლა“.

როგორც ლევან მაჭავარიანი აცხადებს, ვინაიდან ევროპარლამენტარის განცხადებას კონკრეტული მტკიცებულებები არ ახლავს თან, „ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ იგიც რიგითი დავალების შემსრულებელია და ამაში ფულს გამოიმუშავებს“.

„თუ ბატონ სანჩეს თავი იმხელა ფიგურად წარმოუდგენია მსოფლიო არენაზე, რომ ახლა მისი სიტყვა უნდა დავიჯეროთ, ძალიან აცდენილი არის რეალობას. თუ იგი ამას რამე ფაქტით გაამყარებს, გვარებს იტყვის, აუდიო ჩანაწერებს გამოაქვეყნებს და ა.შ. მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა, მას ექნება ლეგიტიმური უფლება, რომ ასეთი ტიპის ბრალდებები გააჟღეროს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის უბრალოდ სიტყვები, უბრალოდ ჭორაობა. ვინაიდან ამ ყველაფერს კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები არ ახლავს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ იგიც რიგითი დავალების შემსრულებელი, რიგითი ლობისტია და ამაში ფულს გამოიმუშავებს“-განაცხადა ლევან მაჭავარიანმა

Continue Reading

Previous: ნაჩო სანჩეს ამორის განცხადება სულელურია, ვინაიდან, არ არსებობს ისეთი გულუბრყვილო ადამიანი ე.წ. სანქცირებულთა შორის, რომელიც ამორს ან საერთოდ, ევროპარლამენტარებს ამ პრობლემის მოგვარებისთვის მიმართავს
Next: ასეთმა პოლიტიკოსებმა მიწასთან გაასწორეს ევროპის ავტორიტეტი. აბსურდული ბრალდებაა, ნება იბოძოს და დაასახელოს ის ადამიანები, ვინც დაურეკა და სთხოვა მას სანქციების მოხსნა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025