Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუ არაფერია დასამალი, საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გახადონ, ვინ, რა მიზნით და რა მოცულობით ფინანსდება შვეიცარიის საბიუჯეტო სახსრებით. ეს იქნებოდა კეთილსინდისიერი დონორობის საბაზისო ტესტი

მარშალ პრესი 07/06/2025
shalva papuashvili

თუ არაფერია დასამალი, საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გახადონ, ვინ, რა მიზნით და რა მოცულობით ფინანსდება შვეიცარიის საბიუჯეტო სახსრებით. ეს იქნებოდა კეთილსინდისიერი დონორობის საბაზისო ტესტი, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მრავალჯერადი საჯარო მიმართვის მიუხედავად, ზოგიერთი დონორის მსგავსად, არც შვეიცარიის საელჩო ასაჯაროებს, თუ ვის და რა მიზნით აფინანსებს.

,,მორიგი ცრუ ნარატივი FARA-ს ამერიკულ კანონთან დაკავშირებით.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ მრავალჯერადი საჯარო მიმართვის მიუხედავად, ზოგიერთი დონორის მსგავსად, არც შვეიცარიის საელჩო ასაჯაროებს, თუ ვის და რა მიზნით აფინანსებს. ეს მაშინ, როცა არსებობს ფაქტები, როცა უცხოური ფული სიძულვილის, ძალადობის და პროპაგანდის დასაფინანსებლად გამოიყენება, რაც ძირს უთხრის ქართული საზოგადოების მშვიდობიან განვითარებას.

ჩავთვალოთ, რომ ეს კიდევ ერთი მიმართვაა შვეიცარიის საელჩოს მიმართ – თუ არაფერია დასამალი, საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გახადონ, ვინ, რა მიზნით და რა მოცულობით ფინანსდება შვეიცარიის საბიუჯეტო სახსრებით. ეს იქნებოდა კეთილსინდისიერი დონორობის საბაზისო ტესტი“, – წერს პაპუაშვილი.

Post navigation

Previous: იმედი გვაქვს, რომ ალან პერსელსაც გაუშვებენ საქართველოდან და საელჩოში მოვა ახალი შემადგენლობა, რომელიც მიხეილ ყაველაშვილისადმი დონალდ ტრამპის მილოცვაში ასახულ ამოცანებს შეასრულებს
Next: ელჩები უნდა იყვნენ საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლები, და არა მასპინძელი ქვეყნის მენტორები – ქართველმა ხალხმა საკმარისი პოლიტიკური გამოცდილება დააგროვა, რათა უცხოური პოლიტიკური ჩარევა დანახვისთანავე ამოიცნოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.